საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთს 19:12 აჯობა და სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლას განაგრძოობს. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. მაშინ თურქებმა ერთი ბურთით მოიგეს, ახლა კი, რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო. ამჯერად თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. თუმცა, საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე...
