უმედლო დღე

უმედლო დღე

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე საქართველოს დელეგაცია უმედლოდ დარჩა. არადა, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მედლის ყველაზე მეტად გვეიმედებოდა, რადგან ორი მონაწილე გვყავდა – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.

ბექაურმა სამხრეთკორეელ მინკი სონგს იპონით აჯობა; სენეგალელ რაიან დაკოსტას იუკო და ვაზარი აართვა; მეოთხედფინალში იაპონელი სანშირო მურაოსთან 30 წამში იპონზე დაეცა და ტურნირს გამოეთიშა.

მაისურაძე კი, პირველივე ორთაბრძოლაში სერბ ბორის რუსტოვიჩთან დამარცხდა.

ქალთა 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა ჩინელი ინგინგ ფენგი და ისრაელის ნაკრების წევრი, მაია გოშენი კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში შვედ იდა ერიკსონთან იპონით წააგო.

მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ქართულ დელეგაციას სამივე სინჯის მედალი აქვს: ოქრო – ტატო გრიგალაშვილი (81); ვერცხლი – ეთერ ლიპარტელიანი (57); ბრინჯაო – გიორგი სარდალაშვილი (60).

ავტორის პროფილი

მიშა ჯაში