აბუ დაბიში, გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაცია რვა ძიუდოისტით წავიდა და სამი მედლით დაბრუნდა. ოქრო და ორი ბრინჯაოს – ასეთია ჩვენების მონაგარი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაურმა (90კგ.) ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. ჩვენებურმა ჯერ ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკს დამატებით დროში მოუგო, შემდეგ რუს ეგორ ანდონის ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში სერბ ისლამ სოგენოვს ვაზარითვე გაუსწორდა,...
ჭდე: ლაშა ბექაური
საქართველო ოქროა!
ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!! ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.)...
ორი ფავორიტის ერთი ბრინჯაო
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მედლისკენ მიმავალი გზა იტალიელი კრისტიან პარლატის ძლევით დაიწყო; შემდეგ ჩეხი კლამერტი და ესტონელ კალიულაიდი ვაზარით დაამარცხა. ჩვენებურის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაო იყო, ვისთანაც დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იტალიის წარმომადგენელს, კენი კომი ბედელს დაუპირისპირდა. მაისურაძემ შური იძია...
საქართველო პარიზში – საუკეთესო ისტორიაში
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. პარიზში გამართული თამაშები ისტორიული გამოდგა ქართული დელეგაციისთვის: ჩვენებმა 3-3 ოქროსა და ვერცხლის, ასევე 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველო 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა, რაც საუკეთესო შედეგია ისტორიაში. აქამდე თავს 28-ე ადგილით ვიწონებდით – ეს შედეგი 2008 წელს პეკინში ვაჩვენეთ. მართალია, მედლების რაოდენობით (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1...
ოქროსბიჭუნა – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
არის პირველი ოქრო!!! ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოუტანა, თან უმაღლესი ხარისხის. ბექაური (90 კგ.) ოქროსკენ მიმავალ გზას მერვედფინალიდან შეუყვა და ბულგარელი ივაილო ივანოვი იოლად დაამარცხა; მეოთხედფინალში ჩვენებურმა კორეელ ჯიეოპ ჰანს ვაზარი თავიდანვე აართვა და მისი შენარჩუნება არ გასჭირვებია. ნახევარფინალში „ქართული დუელი“ შედგა – ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი...
გუნდი პარიზში
33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ცხრა ძიუდოისტი დაემატა და პარიზის ტატამზე შერეული გუნდიც იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მოსულა, მაგრამ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაადასტურა. შესაბამისად 30 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ოლიმპიადაზე ის ძიუდოისტები გაემგზავრებიან, რომელთაც თავიანთ წონებში ყველაზე...
აბუ დაბიში გუნდი უნდა გადაწყდეს
19-24 მაისს აბუ დაბიში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ეს არის პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი… წინასწარვე უნდა ვთქვათ, რომ ვაჟთა შორის საქმე კარგად გვაქვს და შვიდივე წონაში ლიცენზიის მოპოვება არ გაგვიჭირდება. უფრო რთულად არის საქმე ქალთა შორის, რამაც შესაძლოა, გუნდური ლიცენზია დაგვაკარგვინოს. ქალებში ერთი ლიცენზიანტი აუცილებლად გვეყოლება – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.). მეორე ლიცენზიასთან...
გუნდი და ვერცხლი
ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები უმედლოდ არც აქ დარჩენილა – ჩვენმა შერეულმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები პირველი წრეში თავისუფლები იყვნენ და საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთვნენ, სადაც იტალიის ნაკრებს დამატებითი ბრძოლით 4:3 აჯობეს. იტალიელთა წინააღმდეგ სამივე გოგონამ წააგო – სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჭანტურიამ. სამაგიეროდ, იყოჩაღეს ბიჭებმა – გურამ...
იპონები და ოქროები
თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღეს ჩვენმა ძიუდოისტებმა მონაგარს ორ ოქროსთან ერთად ერთი ბრინჯაოც შემატეს და საბოლოოდ, საშინაო გრანდ სლემი 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაური (90კგ.) პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი მეტოქეების რბევას შეუდგა და არანაირი შანსი არ დაუტოვა. ჯერ აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, შემდეგ ამერიკელ ჯონ იაინს სძლია,...
საქართველომ სამი ფინალი წააგო
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს დელეგაცია ოქროს გარეშე დარჩა. არადა, დასკვნით დღეს სამი ჩვენებური ფინალს ჭიდაობდა… პირველი ოქროს მედლისთვის ტატამზე ლაშა ბექაური (90) გავიდა, რომელმაც გზად აზერბაიჯანელი ფატიევი, შვედი ნიმანი, ფრანგი მატიუ და ნიდერლანდელი ვან ტენდი დაამარცხა. ფინალში ბექაურის მეტოქე სერბი ნემანია მაიდოვი იყო – ძირითადი დრო ილეთის გარეშე დასრულდა, მაგრამ მაიდოვი...









