ტოპმიოლერი გააგდეს!

ტოპმიოლერი გააგდეს!

„ლანსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გაუშვა დინო ტოპმიოლერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კლაუს ტოპმიოლერის ვაჟი. გერმანელი სპეციალისტი ფრანგულმა კლუბმა ზაფხულში მიიწვია და მისი ხელმძღვანელობით 6 შეხვედრა ჩაატარა. ოფიციალურად ითქვა, რომ ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონმა და ტოპმიოლერმა თანამშრომლობა ურთიერთთანხმობით გაწყვიტეს. ამბობენ, რომ განხეთქილება სამწვრთნელო შტაბის გამო მოხდა.

„ლანსმა“ დაწერა: „მუშაობის დინამიკასთან,  ფუნქციონირებასა და შტაბის ორგანიზებასთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე დისკუსია. კლუბმა მწვრთნელს აცნობა, რომ იგეგმებოდა რესტრუქტურიზაცია. ეს გახლავთ ცვლილებები, რომელთაც დინო ტოპმიოლერი არ იზიარებდა. შედეგად, კლუბმა შეწყვიტა თანამშრომლობა როგორც მწვრთნელთან ასევე მის ორ ასისტენტთან. სტუმრად „მონაკოსთან“ შეხვედრაში „ლანსს“ იანიკ კაუზაკი უხელმძღვანელებს“.

ამ განცხადებიდან მკითხველი სავარაუდოდ ვერაფერს გაიგებს. სინამდვილეში, „ლანსმა“ სამსახურიდან გაუშვა ტოპმიოლერის ერთგული ასისტენტი 2017 წლიდან ნელსონ მორგადო. როგორც გერმანულმა „ბილდმა“ დაწერა კონფლიქტის მიზეზი სწორედ პორტუგალიელი გახდა. ის სამწვრთნელო შტაბის ფრანგი თანამშრომლებისგან მეტ მონდომებას და თავდადებას ითხოვდა. პასუხად ფრანგებმა პირი შეკრეს და კლუბის ხელმძღვანელობას მორგადო გააგდებინეს, რამაც ტოპმიოლერი აღაშფოთა. მან კლუბს ყველას გაშვება და ახალი ხალხის მოყვანა მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით „ლანსმა“ საფრანგეთის სუპერთასზე პაჟ-ს მოუგო 1:0 და ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად დაამარცხა პრაღის „სლავია“ – 3:2.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.