„ლივერპულმა“ კარაბაოს ანუ ინგლისის ლიგის თასზე 3:1 დაამარცხა „ტოტენჰემ ჰოთსფური“ და მერვედფინალში გავიდა. პირველ ტაიმში ანგარიში ალექსის მაკალისტერმა გახსნა. შესვენების შემდეგ, 9 წუთში კოდი გაკპომ მეორე შეაგდო. 69-ზე ლონდონელმა ნახევარმცველმა კონორ გალაჰერმა თავურით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ მსაჯის წამატებულ წუთებზე შეცვლაზე შესულმა დომინიკ სობოსლაიმ თამაში ულამაზესი გოლით დააგვირგვინა.
ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო საინტერესო, რომ კარს მერსისაიდელთა მეორე მეკარე, ქართველი გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მან ამ შეხვედრაში 5 დარტყმა მოიგერია, რომელთაგან რამდენიმე ურთულესთა კატეგორიიდან იყო, თუმცა სტუმართა გოლი მაღალ ბურთზე მისი არასწორი გამოსვლის ბრალი გახლდათ. რაც შეეხება ყბადაღებულ პასებს: მამარდაშვილმა 37 გადაცემიდან 24 ანუ 65% სწორად შეასრულა. 17 გრძელი პასიდან 4 სწორი ჰქონდა, ხოლო პირდაპირ მეტოქის საჯარიმოსთან 5-დან 2-ჯერ თავისიანს მიაწოდა ბურთი.
liverpoolecho-მ მამარდაშვილს 7 ქულა დაუწერა და მისი თამაში ასე აღწერა: „სანამ ლუკას ბერგვალის დარტყმულს დიდებულად მოიგერიებდა რამდენიმე ეპიზოდში თავისი ყოყმანით გულშემატკივარი გააღიზიანა. მეორე ტაიმში კარგად აუღო მოჰამედ კუდუს და ბრწყინვალედ ომარ მარმუშს, მაგრამ „ტოტენჰემის“ გოლის დროს დამაჯერებელი არ იყო“.
empireofthekop-მა თავის სტატიაში იმ ეპიზოდს, როდესაც მამარდაშვილმა მარმუშის დარტყმა მოიგერია ცალკე ქვეთავი მიუძღვნა და დაწერა, რომ ITV-ზე კომენტატორმა ლუსი უორდმა ერთადერთი რაც მოახერხა „ვაუ“-ს დაძახება იყო. „მამარდაშვილმა, რომელსაც იშვიათად ათამაშებენ, ირალოას ნდობა ამ შეხვედრაში გაამართლა და მეტიც ქნა. ამ შემთხევაში არ აქვს მნიშვნელობა, რომ მატჩის მსვლელობისას იყო ორიოდ ეპიზოდი, როდესაც მისი თამაში იდეალურისგან შორს იყო“.
ლივერპულის ოფიცილურმა საიტმა მამარდაშვილს მხოლოდ 6 ქულა აკმარა და უკმაყოფილოდ დაწერა: „ასეთ შეხვედრაშიც თუ არ ათამაშებ, მაშ სად უნდა ათამაშო? მისი პირველივე პასი აუტში გადავარდა. გულშემატკივარს არ მოეწონა, რომ რამდენიმე ეპიზოდში თამამად არ გამოვარდა ბურთის დასაჭერად, თუმცა გარკვეული ქიმიის ნაკლებობა გასაკვირი არც იყო.
კარგად ჩაწვა პირველ ტაიმში, როდესაც ლუკას ბერგვალის დარტყმული მოიგერია და შესვენების შემდეგ კიდევ ერთ ეპიზოდში ითამაშა კარგად, მაგრამ ალბათ უკეთ შეეძლო მოქმედება კუთხურის დროს, როდესაც „სფურზმა“ თავისი გოლი შეაგდო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შესრულებული ტოპ-მოგერიება თავსხმაში – ომარ მარმუშს არ გაატანინა. შერეული შთაბეჭდილება დატოვა“.
flashscore – 7.3; whoscored – 7.1; sofascore – 7.5; fotmob – 7.9
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
