ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა

ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა

ეროვნული ლიგის 26-ე ტურს გათამაშების ცხრილში ცვლილება არ შეუტანია. ლიდერ-აუტსაიდერი,  ყველა თავის ადგილზე დარჩა.

„ბათუმმა“ შეწყვიტა ზედიზედ ხუთგამარჯვებანი სერია. ამჯერადაც იგებდა გორში, მაგრამ მათი ლუქსემბურგელი მცველის ენეს მაჰმუტოვიჩის საკუთარ კარში გატანილმა ბურთმა ზღვისპირელებს ქულები დააკარგვინა.

ლიდერმა „რუსთავმა“  ბოლო ოთხ ტურში პირველად გაიმარჯვა. მეტოქედ აუტსაიდერი „მეშახტე“ ჰყვავდა. ერთადერთი და ლამაზი გოლი კი 21 წლის ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელიც თავის დროზე მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდული გუნდის და ავსტრიული კლუბების ფეხბურთელი გახლდათ. რუსთაველთათვის ალბათ ეს მოგება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, პირველი – სატურნირო თვალსაზრისით, მეორე – ფსიქოლოგიურად.

ახლა რუსთაველებს 46 ქულა მოუგროვდათ და კვლავ ერთპიროვნული ლიდერები არიან. სამეულს „ბათუმი“ (44 ქულა) და თბილისის „დინამო“ (42 ქულა) ავსებენ.

მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ 49 ქულით მეოთხე საფეხურზე დგას. იბერიელებმა „სპაერი“ მე-12 დამატებულ წუთზე გატეხეს, ვახო ბედოშვილის გოლით. „დინამომ“ კი ხარაიშვილის დუბლით, ნინუასა და კურდიჩის ჩაუქობით „გაგრა“ 4:0 დაამარცხა. სტუმართა მეკარემ, ოლეკსანდრ ვორობეიმ კი გუნდში საიუბილეო მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

„ტორპედოს“ ლიდერად კი ისევ გიორგი არაბიძე მოგვევლინა. გიორგიმ „სამგურალთან“ მოგებულ შეხვედრაში  (3:2) გოლიც გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. „ტორპედო“ ახლა 36 ქულით მეექვსე ადგილზეა, 32-ქულიანი „სამგურალი“ კი მეშვიდეზე.

დილა 2:2 ბათუმი

1:0 მენთეშაშვილი (39), 1:1 წულუკიძე(45+2), 1:2 იმრანი (62), 2:2 მაჰმუტოვიჩი (85 საკ. კარში)

გაძევება: მარა (90+3)

იბერია 1:0 სპაერი

1:0 ბედოშვილი (90+11)

მეშახტე 0:1 რუსთავი

0:1 პარკაძე (45)

ტორპედო 3:2 სამგურალი

0:1 სირაძე (4), 1:1 არაბიძე (22), 2:1 ანდრიჩი (26), 3:1 ლომინაძე (67), 3:2 პატარკაციშვილი (90+5)

დინამო 4:0 გაგრა

1:0 ნინუა (3), 2:0, 3:0 ხარაიშვილი (35. 45) 4:0 კურდიჩი (56)

გაძევება: პორფირიო (63) – გაგრა

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.