ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ორი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. ტყიბულის „მეშახტემ,“ 19-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ქუთაისში „ტორპედო“ 2:0 დაამარცხა. მანამდე ტყიბულელებს 12 მარტს, მესამე ტურში, გორში „დილასთან“ მოეგოთ 1:0. ახლა 14 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე არიან, უშუალო კონკურენტ „სპაერს“ 9 პუნქტით ჩამორჩებიან და ძალიან გაუჭირდებათ ელიტაში ადგილის შენარჩუნება.
31-ქულიანი „ტორპედო“ კი მე-6 საფეხურზეა. საინტერესოა, რომ ორივე ბურთი ქუთაისელებმა დამატებულ წუთებზე გაუშვეს. მათი თამაში კი გაუგებარი და კვლავაც უსახური გახლდათ.
„გაგრამ“ მოქმედი ჩემპიონი და ცოტა ხნის წინათ ერთპიროვნული ლიდერი „იბერია“ 2:0 დაამარცხა, ეს იბერიელთა მესამე წაგებაა ბოლო ოთხ შეხვედრაში. ახლა ანდრიე დემჩენკოს გუნდს 34 ქულა მოუგროვდა და მეექვსე ადგილზეა, თუმცა მქოქეებთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები ჩაატარა.

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ლიდერი „რუსთავი“ წყალტუბოში „სამგურალს“ დაუზავდა – 1:1, თუმცა თავიდან ვაჟა ფაცაციას გოლით იგებდა. გიორგი ცეცაძის გუნდს 42 ქულა აქვს და ხუთი პუნქტით უსწრებს უშუალო მდევრებს, „დინამოს“ და „ბათუმს,“ თუმცა თბილისელებმა ერთი შეხვედრით ნაკლები ჩაატარეს. „ბათუმმა“ კი ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
სამგურალი 1:1 რუსთავი
0:1 ვაჟა ფაცაცია (68), 1:1 ცეცხლაძე (82)
გაძევება: გილმორი (90+2) – სამგურალი
ბათუმი 3:0 სპაერი
1:0, 2:0 წულუკიძე (7 პენ, 26) 3:0 ეშეტიე (40)
გაგრა 2:0 იბერია
1:0 გოშთელიანი (12), 2:0 მუჯირი (82 პენ)
ტორპედო 0:2 მეშახტე
0:1 ცოტნე ფაცაცია (90+2), 0:2 გოგოლაშვილი (90+4)
დინამო 2:1 დილა
1:0 ნინუა (11), 2:0 ტეიშეირა (59), 2:1 ანოფი (69)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
