საიტი thisisanfield წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს „ლივერპულისგან“ რაიმე ნაბიჯს არ უნდა ველოდოთ.
მერსისაიდელებმა დაიმატეს ბრედლი ბარკოლა, ჟერემი ჟაკე, ვიქტორ მუნიოსი და რონალდ არაუხო.
გაუშვეს: მოჰამედ სალაჰი, ენდი რობერტსონი, იბრაჰიმა კონატე და კერტის ჯონსი. ჰარვი ელიოტი იჯარის წესით გაასხვისეს.
რაც შეეხებათ 18 წლის ფეხბურთელებს ბელგიელ მეკარეს ლუკა ბრუგმანსსა და „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელს დილიან ნგესანს, ისინი „ენფილდზე“ 2027 წელს გადაბარგდებიან.
ლუკა ბრუგმანსის ტრანსფერის ერთი წლით გადავადება იმას ნიშნავს, რომ „ლივერპულის“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გუნდში რჩება. მისი ტრანსფერით „ნოტინგემ ფორესტი“ იყო დაინტერესებული, მაგრამ thisisanfield-ის მტკიცებით საქმე ადგილიდან არ დაძრულა. 25 წლის მამარდაშვილი (26 წლისა 29 სექტემბერს ხდება) ალისონის სათადარიგოდ რჩება. ბრუგმანსი კიდევ ერთ სეზონს „გენკში“ გაატარებს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
