საქართველო მსოფლიოს მიუახლოვდა

საქართველო მსოფლიოს მიუახლოვდა

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ატაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საშინაო არენაზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და მონდიალზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ეს ამბავი, შესაძლოა, დღესვე მომხდარიყო, მაგრამ უკრაინა მონტენეგროსთან 71:77 წააგო და ჩვენების მუნდიალზე გასვლა თებერვლამდე გადადო… გადადოს თამამად ვიტყვით, რადგან კატარში რომ ვერ წავიდეთ, მსოფლიოში ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ უნდა დაჯდეს.

პორტუგალიასთან კარგად ვერ დავიწყეთ და პირველი მეოთხედი ცხრა ქულით წავაგეთ, მაგრამ თამაში ნელ-ნელა დავალაგეთ. შესვენებამდე სხვაობა ოთხ ქულამდე შევამცირეთ, მესამე მეოთხედი კი მძლავრად დავიწყეთ, მეტოქეს 17:3 გაქცევა მოვუწყვეთ და ბოლო მეოთხედის წინ ცხრა ქულით ვიგებდით, რაც უვკე გამარჯვებას ნიშნავდა, რისი ბოლომდე მიყვანა აღარ გაგვჭირვებია.

ახლა ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: ესპანეთი და საქართველო 17-17 ქულა; უკრაინა – 16; პორტუგალია და მონტენეგრო – 15-15; საბერძნეთი – 14. ელადელთა გარდა, მსოფლიოზე მოხვედრის შანსი ყველას აქვს, მაგრამ ბევრად განსხვავებულები…

საქართველო: ალექსანდრე მერკვილაძე (17 ქულა, 5 მოხსნა), მარკის რიდი (22ქ, 7მ), რატი ანდრონიკაშვილი (15ქ, 4პ), კახაბერ ჭინჭარაძე, დუდა სანაძე (16ქ, 5მ), გიორგი ტურძილაძე (2ქ), გიორგი კორსანტია (6ქ, 8მ), თორნიკე შენგელია (14ქ, 6პ), გიორგი ოჩხიკიძე (4პ), გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, ალექსანდრე ფევაძე.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.