საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩი ბოსნიასთან 76:84 წააგო და ფლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია და საბერძნეთის იმედად ვართ, რომელმაც ესპანეთს უნდა მოუგოს. ამ შემთხვევაში ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი თბილისის ნაცვლად რიგაში გაფრინდება. ძალიან ცუდი დასაწყისი გვქონდა. მეტოქე ყველაფერში გვჯობდა და ტაიმი 35:47 წავაგეთ. მესამე მეოთხედის დასაწყისი ყველაზე ცუდი იყო: ბოსნიამ...
ჭდე: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
უჯიკეთ ჯიკიჩს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და ჩეხებთან 87:100 დამარცხდა. მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი გუნდის ზედიზედ მეექვსე მარცხია, რაც ცოტა არ იყოს გვაშინებს. გვაფიქრებს მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის საქმიანობაც. თითქოსდა კვალიფიური მწვრთნელის ხელში თამაში მაგრად გვიჭირს – განსაკუთრებით დაცვაში, სადაც ძალიან ბევრ ქულას ვიღებთ. განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებით პერიმეტრზე და ჩვენი მეტოქეები ძალიან...
ბოლდუინი საქართველოს ძველ ნაცნობთან
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კამარ ბოლდუინსა და გერმანულ „ბაიერნს“ შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. ბოლდუინმა ახალ კლუბთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა: „მიუნხენში ჩასვლას მოუთმენლად ველი. „ბაიერნში“ გადასვლით მთავარი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი და გენერალური მენეჯერი დრაგან ტარლაცი ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი. მინდა, რომ გუნდს ბუნდესლიგის მოგებაში დავეხმარო, ევროლიგაში კი, მინიმუმ...
საქართველო სერბეთთან მინუს ცამეტით დამარცხდა…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრა თბილისში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 13 ქულით დამარცხდა – 63:76. ეს იყო მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომლის მოგების შემდეგ სერბეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ევრობასკეტის ფინალური ეტაპისკენ. საქართველოს ნაკრებს კი უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მას ჯგუფში სერბეთის ან დანიის გადასწრება...
გზა პარიზის ოლიმპიადამდე…
მომავალი წლის 2-7 ივლისს ოლიმპიადის საკალათბურთო საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. ფიბა-მ მონაწილე გუნდები კალათებში გაანაწილა. „ჯვაროსნები“ მეოთხე კალათაში მოხვდნენ: I კალათა: სლოვენია, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი. II კალათა: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრაზილია. III კალათა: პუერტო რიკო, მონტენეგრო, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი. IV კალათა: საქართველო, მექსიკა, ახალი ზელანდია. ლიბანი. V კალათა: კოტ დივუარი,...
მინუს ხუთი ავსტრალიასთან დახურულ მატჩში…
იაპონიის კუნძულ ოკინავაზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. პირველ მატჩს „ჯვაროსნები“ „ოკინავა არენაზე“ კაბო ვერდესთან 26 აგვისტოს ჩაატარებენ. მანამდე, კი 22 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ავსტრალიის ნაკრების (რომლის შემადგენლობაში NBA-ის არაერთი წარმომადგენელია) წინააღმდეგ ჩაატარა და ხუთი ქულით 81:86 დამარცხდა. პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთლებმა 33:51 წააგეს. მეორე ნახევარი ზუროსის გაწვრთნილებმა უკეთესად...
ზუროსის 12…
25 აგვისტოდან სტარტს აიღებს კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრები. ქართველი კალათბურთელები პირველ მატჩს 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე კაბო ვერდეს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა: 4. რატი ანდრონიკაშვილი 5. სანდრო მამუკელაშვილი 6. კახაბერ ჯინჭარაძე 7. ლუკა ლიკლიკაძე...
თბილისის თასი თბილისში დარჩა…
თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. იყო ბევრი შეცდომა, განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებოდით საკუთარ ფარზე, რომელზეც მეტოქემ ბურთი 20-ჯერ მოგვიხსნა. ამდენივე დაკარგვა გვქონდა. თუმცა, კარგად გამოვიყურებოდით გუნდურად და 23 პასიც ამის მაჩვენებელია. მონტენეგროელებს ვაჯობეთ სროლის პროცენტული მაჩვენებლითაც და ძირითადად, ამის ხარჯზე მოვიგეთ. თამაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უმეტესად წინ...
ლატვიამ დაგვაფიქრა
მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო მატჩი ლატვიაში ჩაატარა და იქაურ ნაკრებთან 25 ქულით განადგურდა – 57:82. ჩვენი გუნდი მხოლოდ დასაწყისში იყო წინ, როდესაც 4-5 ქულით იგებდა, ხოლო მეოთხედში მხოლოდ 20:19 იმარჯვა. ამის შემდეგ ბალტიისპირელებმა ალღო აუღეს ილიას ზუროსის გუნდის თამაშს. ლატვიელებს ყველაფერი გამოდიოდათ – სწრაფი თუ პოზიციური შეტევა. სროლები პერიმეტრიდან თუ...
საქართველო ეგვიპტესთან დახურულად დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის იტალიის ქალაქ ტრევიზოში ემზადება. ილიას ზუორსის გუნდმა ამხანაგური მატჩი ეგვიპტესთან გამართა. ადრევე ცნობილი იყო, რომ შეხვედრა დახურული იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ ის ვიცით, რომ პირველი ტაიმი ფრედ, 43:43 დასრულდა, ხოლო თამაში აფრიკელებმა 81:76 მოიგეს. ერთადერთი კიდევ ის ვიცით, რომ არ უთამაშია თორნიკე შენგელიას – სხვა ყველა ლიდერი მოედანზე იყო....









