რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა

რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა

ჰოლანდიური ფეხბურთის ვარსკვალვისა და ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელის რონალდ კუმანის მეუღლე ბარტინა კუმანი-ბოდეველდი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის იყო საუცხოო ცოლი, დედა და ბებია.

კუმანის მეუღლის გარდაცვალებას მყისიერად გამოეხმაურა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი.

წუხილი გამოხატა „ბარსელონამაც“. რონალდ კუმანი, ხომ კატალონიური კლუბის ლეგენდაა. სწორედ მისი გოლით მოიგო 1992 წელს „უემბლიზე“ „ბლაუგრანამ“ ჩემპიონთა თასი პირველად.

ბარტინა კუმანი 16 წლის განმვალობაში ებრძოდა მკერდის სიმსივნეს. ის და რონალდ კუმანი 1980 წლიდან ერთად იყვნენ, ხოლო 1985 წელს ოფიციალურად დაქორწინდნენ. მათ ჰყავთ სამი შვილი: ტომი, დები და რონალდ ჯუნიორი, რომელიც ჰოლანდიის მეორე ლიგის კლუბ „ტელსტარში“ თამაშობს, მეკარეა.  

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.