მანჩესტერულ დერბიში ერლინგ ჰოლანდის გოლი, რომლითაც „სიტიმ“ „იუნაიტედს“ 1:0 მოუგო, არ უნდა ჩათვლილიყო – ასეთი დასკვნა გააკეთეს ინგლისში.
მიზეზი: „ქალაქელი“ ენცო ფერნანდესი ოფსაიდში იყო, მაგრამ ის ბურთისთვის თავის დასარტყმელად გადახტა, რითაც „იუნაიტედის“ ბელგიელი მეკარის სენე ლამენსის და არგენტინელი მცველის ლისანდრო მარტინესის ყურადღება მიიტაცა ანუ ეპიზოდზე გავლენა იქონია, რის გამოც ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
საინტერესოა, რომ მოედანზე მსაჯებმა ეპიზოდი სწორედ შეაფასეს, მაგრამ მერე ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა და დაასკვნა, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო.
რატომ დაასკვნა VAR-მა რომ გოლი წესების დაცვით გავიდა? იმიტომ, რომ ფერნანდესი ბურთს ვერ შეეხო. ამის გამო ოფსაიდის შეფასებამ წესებით მკაცრად განსაზღვრულიდან სუბიექტურის კატეგორიაში გადაინაცვლა, მაგრამ მსაჯები, რომლებიც მონიტორთან მუშაობდნენ ვალდებულები იყვნენ ყურადღება გაემახვილებინათ იმ გარემოებაზე, რომ ფერნანდესმა თავისი მოქმედებით მომენტზე გავლენა იქონია და მსაჯისთვის ეპიზოდის პირადად შემოწმება უნდა დაევალებინათ.
ორგანიზაციამ სახელწოდებით Pro Ref (პროფესიონალი მსაჯები) გოლის ეპიზოდი შეისწავლა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუთვალა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ტელემიმომხილველმა გარი ნევილმა თქვა: „მათ გოლი ჩათვალეს. მე დავიბენი. ოფსაიდის წესს ნუ ამიხსნით, არ მჭირდება, ვიცი. ამ მომენტის გამო მსაჯებს ნერვიულობა მოუწევთ. საკითხი ასე დგას: შეუშალა ოფსაიდში მდგომმა ფერნანდესმა მარტინესს ხელი პასის ჩაჭრაში? რასაკვირველია შეუშალა“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 09:41მბაპე ხალხს უზარმაზარ ფულს აკარგვინებს
მთავარი ამბავი29/10/2026 | 08:18მამარდა – პენალტების გმირი
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 10:15ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
