„მანჩესტერ იუნაიტედის’’ ლეგენდას როი კინსა და პორტუგალიელ ვარსკვლავს, ბრუნო ფერნანდესს შორის შავმა კატამ გაირბინა. მოგეხსენებათ ისინი გუნდის ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები არიან. ფერნანდესს კინის ერთი ბოლოდროინდელი ნათქვამი არ მოეწონა და უპასუხა. არც პასუხის პასუხმა დააყოვნა. საქმე ასე იყო: პორტუგალიელმა საგოლე პასებში პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, ბოლო დღეს „ბრაიტონთან’’ 21-ე ასისტი შეასრულა. ამაზე 54 წლის კინმა თქვა,...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
როი კინი: კერიკი იგებს, მაგრამ არ ვარგა
„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ „არსენალს’’ სტუმრად მოუგო -3:2. გამარჯვებულთაგან პატრიკ დორგუმ და მატეუს კუნიამ შესანიშნავი გოლები გაიტანეს. მოგეხსენებათ, „იუნაიტედს’’ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მაიკლ კერიკი, რომლის დებიუტი წინა ტურში მანჩესტერულ დერბიში შედგა და 2:0 გამარჯვებით დამთავრდა. და აი, მეორე თამაშში კერიკმა „სიტის’’ ზედ „არსენალიც’’ მიაყოლა. მასპინძლები ალესანდრო მარტინესის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, კრიტიკოსებს...
რატომ გაუშვეს ამორიმი?
„მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელი მწვრთნელი რუბენ ამორიმი სამსახურიდან გაუშვეს. როგორც „სანი’’ წერს, მისი მოხსნის მთავარი მიზეზი კლუბის ხელმძღვანელებთან დაპირისპირება იყო. ამორიმმა მანჩესტერელთა დირექტორატი „ლიდეს იუნაიტედთან’’ 1:1-ის შემდეგ გააკრიტიკა. 40 წლის ამორიმმა პრესასთან დაიჩივლა, რომ ის კლუბში მენეჯერის თანამდებობაზე მივიდა და არა მხოლოდ მწვრთნელად. ამით ის მოთამაშეების შერჩევასა და ყიდვაში მეტ მონაწილეობას ითხოვდა. კერძოდ მან ფეხბურთის დირექტორი...
მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერია, საშუალო თუ სუსტი?
„იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია’’, ― ასე აღწერა თავისი განცდები „მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ვესტ ჰემთან’’ 1:1-ის შემდეგ. ზუსტად ეს სიტყვები თქვა გუნდის ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმაც. კინი: „სიტყვა, რომელსაც ახლა ყველა იმეორებს არის იმედგაცრუება. მე ამ გუნდის არ მწამს, არ მჯერა. გოლების გატანა იცის, მაგრამ დაცვასა და ნახევარდაცვაში უზარმაზარი...
ლივერპულის კარში პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყოო
კვირას „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ფრანგ თავდამსხმელს ბრაიან მბეუმოს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია, მან „ლივერპულის’’ მცველების შეცდომით მე-2 წუთზევე ისარგებლა და ბურთი გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. ბევრმა ინგლისურმა გამოცემამ გოლი ქართველ მეკარეს დააბრალა, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა, რომ მანამდე ვირჯილ ვან დაიკი შეცდა. ეპიზოდი კი მოედნის შუაში არგენტინელი ალექსის მაკალისტერის ტრავმით დაიწყო. „იუნაიტედის’’ ფეხბურთელებმა საგოლე შეტევა მას მერე...
პირველ გოლზე უკეთ უნდა ეთამაშა
„ლივერპულმა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. მერსისაიდელებს ასეთი რამ თითქმის 11 წელიწადია არ დამართნიათ. ამჯერად მათ „მანჩესტერ იუნაიტედმა’’ მოუგო, თან „ენფილდზე’’. ანგარიში მე-2 წუთზე ბრაიან მბეუმბომ გახსნა. კოდი გაკპომ 78-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ 84-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა სტუმართა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამრიგად, „ლივერპულს’’ პრემიერლიგაში მიჯრით სამი მარცხის შემდეგ 15 ქულა აქვს და მესამე...
მანჩესტერული ცარცის წრე
მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენმა’’ იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმასთან დამშვიდობება გადაწყვიტა. მეკარეს, რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, მოკლე ხანში მომხდართან შეგუება და იმავდროულად ახალი კლუბის ძებნა მოუხდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. პირველი დღიდან მოყოლებული დონარუმას სახელს ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბებთან აკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ მისი მახასიათებლების მქონე გოლკიპერი ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის’’ სჭირდება, მაგრამ,...
მანჩესტერ იუნაიტედს დონარუმა არ უნდა
„მანჩესტერ იუნაიტედი’’ ჯანლუიჯი დონარუმასთვის ომში არ ჩაერთვება. ამრიგად, ინგლისური კლუბებიდან იტალიელი მეკარის შეძენას „ჩელსი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ შეეცდებიან. მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი და 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი „პარი სენ ჟერმენთან’’ ხელფასზე ვერ შეთანხმდა. გოლკიპერის ახლანდელი გასამრჯელო კვირაში 242 000 ათასი ევროა, მაგრამ ის მნიშვნელოვან მომატებას ითხოვს. „სიტიმ’’ შეიძლება თავისი ბრაზილიელი მეკარე ედერსონი დაკარგოს,...
რაშფორდი ბარსელონაში მიდის
„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ ნება დართო ― მარკუს რაშფორდის საოცნებო ტრანსფერში „ბარსელონაში’’ შედგება. რაშფორდი „ოლდ ტრაფორდზე’’ აღარ სჭირდებოდათ, „ბარსელონამ’’ კი ფეხბურთელის შეძენა მოიწადინა და ვერც მისმა დიდმა ხელფასმა, კვირაში 325 000 გირვანქამ (375 000 ევრო) შეაშინა. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუნაიტედს’’ სახელფასო ფონდს დაახლოებით 15 მილიონი გირვანქა დაეზოგება და მწვრთნელი რუბენ ამორიმი მისთვის სასურველი ახალი ფეხბურთელის შეძენას...
ჩრდილოეთ ლონდონი მათია!
ბილბაოში „ტოტენჰემმა’’ მანჩესტერ იუნაიტედს’’ ევროპის ლიგის ინგლისური ფინალი მოუგო (1:0) და ლონდონში, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი მოედანზე გადახტა. „სფურზს’’ გამარჯვება ბრენან ჯონსონის მიერ 42-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. გიჟური ზეიმი მოეწყო ბასკეთის დედაქალაქშიც. „ტოტენჰემის’’ ფანების გულიდან წლობით ნაგროვებმა ემოციამ ამოხეთქა. რა ხანია „დეზებს’’ ლონდონის ჩრდილოეთში ჯილდო არ ჩაეტანათ. „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის’’ ტრიბუნები ხალხით იყო სავსე. იქ...









