„მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელი მწვრთნელი რუბენ ამორიმი სამსახურიდან გაუშვეს. როგორც „სანი’’ წერს, მისი მოხსნის მთავარი მიზეზი კლუბის ხელმძღვანელებთან დაპირისპირება იყო. ამორიმმა მანჩესტერელთა დირექტორატი „ლიდეს იუნაიტედთან’’ 1:1-ის შემდეგ გააკრიტიკა.
40 წლის ამორიმმა პრესასთან დაიჩივლა, რომ ის კლუბში მენეჯერის თანამდებობაზე მივიდა და არა მხოლოდ მწვრთნელად. ამით ის მოთამაშეების შერჩევასა და ყიდვაში მეტ მონაწილეობას ითხოვდა. კერძოდ მან ფეხბურთის დირექტორი ჯეისონ უილკოქსი გაკენწლა. უილკოქსმა „ბორნმუთის’’ 25 წლის ნახევარმცველის ანტუან სემენიოს ტრანსფერი ვერ გაჩარხა. სემენიო ინგლისში დაბადებული ფეხბურთელია, რომელიც განის ნაკრებში თამაშობს.
„მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის’’ მენეჯერი ვიყო და არა მწვრთნელი. ჩემი გვარი აშკარად არ არის ტუხელი, კონტე ან მოურინიუ, მაგრამ მე გუნდის მენეჯერი ვარ და კიდევ 18 თვე ან ჩემ სხვა დროს მოხსნამდე ასე უნდა იყოს. ასეთია ჩემი პოზიცია. მინდა ეს საკითხი ერთხელ და საბოლოოდ გაირკვეს’’, ― თქვა „ლიდსთან’’ თამაშის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ამორიმმა.
ორშაბათს ამორიმი დაითხოვეს. მის პოზიციას დროებით დარენ ფლეტჩერი დაიკავებს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედში’’ ხუთი სხვადასხვა მწვრთნელის ხელში უმუშავია და ბოლო დროს 18-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
