საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი გაწვრთნის. ის გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს, მას შემდეგ, რაც ფრანგულ „ბრივთან“ კონტრაქტი დაუმთავრდება. იქამდე კი, ბორჯღალოსნებთან იტალიელი მარკო ბორტოლამი იმუშავებს, რომელიც ბოლოს ინგლისურ „სეილ შარქსს“ წვრთნიდა. ზაფხულიდან იგი ბრონკანის ასისტენტად გადაინაცვლებს.
პიერ-ანრი ბრონკანი სარაგბო ოჯახიდანაა. მისი მამა ანრი ბრონკანი საყოველთაოდ ცნობილი მწვრთნელი იყო. მეტიც, ის 2007 წლის მსოფლიოს თასსზე საქართველოს ნაკრების კონსულტანტი გახლდათ.
პიერ-ანრი ბრონკანი მორაგეობისას მგეზავის პოზიციაზე თამაშობდა. ის „ლომბეს“, „ოშის“, „მონტობანის“, „ბეზიესა“ და „მონ დე მარსანის“ ღირსებას იცავდა.
მორაგბის კარიერა 2006 წელს დაასრულა და იმავე წელს მწვრთნელის რანგში „ბლანიაკს“ ჩაუდგა სათავეში, სადაც ერთი წელიწადი დაჰყო.
2023 წელს ის ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. მერე „ბრივის“ მწვრთნელად დაინიშნა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ასპარეზობს და 15 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-9 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
