საქართველოს ბორჯღალოსნებმა ერთა თასის მესამე მატჩიც მოიგეს და 2026 წლის გათამაშების საზაფხულო ნახევარი ევროპულ-აზიურ-აფრიკული პულის პირველ ადგილზე დაასრულეს. ამ ჯერზე პიერ-ანრი ბრონკანის მიერ მომზადებულმა გუნდმა ჩილეს ნაკრებს ამ ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში 49:22 მოუგო, 7 ლელო გაიტანა და ამისთვის ბონუსიც მიიღო. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ნაკრების კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა პირველივე შეტევისას სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშშიდან...
ჭდე: პიერ-ანრი ბრონკანი
ბრონკანის პირველი რაზმი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ახალი დროება დაუდგა. ამიერიდან ბორჯღალოსნები ივლისის ტრადიციული ტესტ-მატჩების ნაცვლად მონაწილეობას ახალ ტურნირში მიიღებენ, რომელსაც ეწოდება „მსოფლიო რაგბის ერთა თასი“. ცხადია, ქართველები ელიტაში არ დაუშვეს და ადგილი მსოფლიო რაგბის ძალით მეორე დუჟინში მიუჩინეს. ხსენებული ტურნირის პირველ ნაწილს დასავლეთ ნახევარსფერო უმასპინძლებს, შემოდგომის ნაწილი კი პლანეტის აღმოსალეთში შედგება, მათ შორის – საქართველოშიც. სიახლე ისიცაა, რომ...
შვეიცარიაში ხუთი დებიუტანტით
8 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩაებმება ტურნირში, რომლის გამარჯვებულიც სხვა დანარჩენ მონაწილეებზე ბევრად მეტჯერ გამხდარა. კვირას, 16 საათზე დაიწყება „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის მატჩი, რომელშიც შვეიცარიის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს. ეს იქნება პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტის დებიუტი საქართველოს ნაკრების საჭესთან და როგორც ასეთ შემთხვევებს ახასიათებს ხოლმე, ახალ თავკაცებს ახალი...
საქართველოს მწვრთნელმა საქართველო დაადასტურა
ფრანგული „ბრივის“ მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი იქნება. „დიახ, საქართველოს ნაკრებში ვიმუშავებ. თუმცა, კონტრაქტი, ცხადია ჯერ ხელმოწერილი არ არის. გუნდის გაწვრთნას სეზონის დასრულების შემდეგ ივლისიდან შევუდგები. იქამდე კი, მინდა „ბრივი“ პლეი ოფში გავიყვანო. ეს გუნდი იმსახურებს უმაღლეს დონეზე თამაშს. აქაურაობა არასდროს დამავიწყდება“ – თქვა პიერ-ანრი ბრონკანმა. შეგახსენებთ, რომ იქამდე...
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი გაწვრთნის. ის გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს, მას შემდეგ, რაც ფრანგულ „ბრივთან“ კონტრაქტი დაუმთავრდება. იქამდე კი, ბორჯღალოსნებთან იტალიელი მარკო ბორტოლამი იმუშავებს, რომელიც ბოლოს ინგლისურ „სეილ შარქსს“ წვრთნიდა. ზაფხულიდან იგი ბრონკანის ასისტენტად გადაინაცვლებს. პიერ-ანრი ბრონკანი სარაგბო ოჯახიდანაა. მისი მამა ანრი ბრონკანი საყოველთაოდ ცნობილი მწვრთნელი იყო. მეტიც, ის 2007 წლის მსოფლიოს თასსზე...




