ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა

ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა

ბელგრადში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველო ნაკრები ევროპის ჩემპიონის რანგში ჩავიდა, მაგრამ ეს ტიტული ვერ შენინარჩუნა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გურამ მოდებაძის გაწვრთნილი გუნდი ფინალში რუსეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა. ისიც ვთქვათ, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში გვაკლდა სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) და ყველა მატჩს 0:1 ჩამორჩენით ვიწყებდით. ასე იყო რუსეთთან, სადაც მარცხი ასევე ეთერ ლიპარტელიანიმა (57), ირაკლი დემეტრაშვილმა (+90) და ნინო გულბანმა (70) იწვნიეს; მოიგო მხოლოდ შავდათუაშვილმა, ხოლო ლუკა მაისურაძისა (90) და ტიმურ არბუზოვის ბრძოლასა აზრი აღარ ჰქონდა.

გეტყვით რომ საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:2 დაამარცხა. გამარჯვებები მაისურაძემ, გურამ თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს; ნახევარფინალში საფრანგეთს გოლდენ სქორში 4:3 ვაჯობეთ. აქ ქულები მაისურაძემ, დემეტრაშვილმა, ლიპარტელიანმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...