კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში

კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში

„პარი სენ ჟერმენი“ გინესის რეკორდების წიგნში, კერძოდ გამოშვება „ფეხბურთი 2027“-ში 12 მიღწევით შევიდა. პარიზელთა რეკორდებიდან 7 გუნდურია და 5 ინდივიდუალური. ისინი პარიზელებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამყარეს. საყოველთაო შეფასებით ამ 12 რეკორდიდან ყველაზე საამაყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული ფინალია. ლაპარაკია 2025 წლის 31 მაისს „ინტერთან“ მოგებულ 5:0-ზე.

პსჟ-ს კიდევ ერთი რეკორდი გახლავთ ჩემპიონთა ლიგის სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა: 45 (2025-2026 წლების სეზონში).

პარიზელები ზედიზედ 14-ჯერ გახდნენ საფრანგეთის ჩემპიონები;

2015-16 წლების სეზონში მათ დააგროვეს 96 ქულა, რაც ლიგა 1-ის ისტორიაში არასდროს მომხდარა;

2023-2025 წლებში პსჟ-მ ლიგა 1-ში სტუმრად ზედიზედ 39 შეხვედრაში არ წააგო;

2015-2016 წლებში პსჟ-მ ლიგა 1-ში ზედიზედ 36 შეხვედრაში არ წააგო;

2018 წელს პსჟ-მ ლიგა 1-ში ზედიზედ 14 შეხვედრა მოიგო;

რაც შეეხება ინდივიდუალურ რეკორდებს, აქ ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოა ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 შეხვედრაში ან გოლი გაიტანა ან საგოლე პასი გადააწოდა –- მოკლედ, საგოლე მოქმედება შეასრულა;

ვიტინიას რეკორდიც ჩემპიონთა ლიგას ეკუთვნის – ერთ სეზონში 1602 პასი;

დეზირე დუემ „ინტერთან“ 2005 წლის ფინალში სამ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი და 1 საგოლე პასი).

ფაბიან რუისმა ლიგა 1-ში ზედიზედ 51 წაუგებელ შეხვედრაში ითამაშა;

მარკინიოსი 11-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.