ჭდე: ხვიჩა კვარაცხელია

Home ხვიჩა კვარაცხელია
პსჟ მალიორკით დაიწყებს
ჩანაწერი

პსჟ მალიორკით დაიწყებს

„პარი სენ ჟერმენმა“ გამოაცხადა, რომ 5 აგვისტოს ესპანურ „მალიორკასთან“ გამართავს სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრას. „მალიორკა“ გასულ სეზონში ლა ლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონს ლა ლიგა 2-ში გაატარებს. შეხვედრა პალმა დე მალიორკაში, „სენტ მოისზე“ გაიმართება. 8 აგვისტოს კი შვედეთის ქალაქ გეტებორგში ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული ადრევე დანიშნულ ამხანაგურ მატჩს გამართავს „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ამ შეხვედრას 12 აგვისტოს...

მე-11 ოლქში ვაზი და კვარა ზეიმობდნენ!
ჩანაწერი

მე-11 ოლქში ვაზი და კვარა ზეიმობდნენ!

ავტორი: სანი დალმატი მას შემდეგ, რაც „არსენალის“ მცველმა გაბრიელმა მეხუთე პენალტი ააცილა, „ვაზის“ (რაც ქართულად ვენახს ნიშნავს) სიღრმეში მდებარე პატარა დარბაზი სიხარულისგან აფეთქდა და მალევე დაიცალა. დაახლოებით ოცი ადამიანი — კაცები, ქალები, ბავშვები — რომლებიც გაშმაგებით ადევნებდნენ თვალს ჩემპიონთა ლიგის ფინალს პსჟ-სა და არსენალს შორის, პარიზის მე-11 ოლქში, ლედრუ-როლენის გამზირზე გამოვიდა, რათა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაში...

Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
ჩანაწერი

Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?

ორი წლის წინ, როდესაც ოსმან დემბელეს არასტაბილური და უშედეგო თამაშის გამო ჯერ კიდევ დასცინოდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას ელისეს სასახლეში (საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია) შეაქებდნენ? არადა, კვირა დღეს სწორედ ეს მოხდა. „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მერე, ემანუელ მაკრონთან მიღებაზე გარეთ შეკრებილმა ხალხმა ცნობილი სიმღერა წამოიწყო: „Et Ousmane, Ballon d’Or“ („და ოსმანს ოქროს ბურთი“)....

კვარა და ხუთი პარიზელი
ჩანაწერი

კვარა და ხუთი პარიზელი

მას მერე, რაც 16 თვის წინ „პარი სენ ჟერმენში“ გადმოვიდა ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევათა რიცხვი იზრდება. ქართველმა გარემარბმა შაბათს ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა („არსენალთან“ პენალტებით 1:1; 4:3) შემდეგ კი თავის ინდივიდუალურ მიღწევებს კიდევ ერთი დაამატა: ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. 2025 წელს ეს წოდება ოსმან დემბელეს ერგო. „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში...

კვარას ლიგა
ჩანაწერი

კვარას ლიგა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – ინფორმაციას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელების მიერ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებაში. გადამწყვეტი ფიგურა იყო „არსენალთან“ მოგებულ ფინალში – მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დემბელემ გაიტანა და პარიზელებმა ანგარიში გაათანაბრეს. მანამდე საუკეთესო იყო „ბაიერნთან“ 5:4 მოგებულ...

შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
ჩანაწერი

შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა

 „პარი სენ ჟერმენმა“ ეს შეძლო! „პუშკაშ არენაზე“ გამართულ ნერვიულ ფინალში საფრანგეთის დედაქალაქის კლუბმა ევროპული ტიტული შეინარჩუნა. მან პენალტებით (1:1, 4:3) გაიმარჯვა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდისთვის თამაში ცუდად დაიწყო: მე-6 წუთზე ანგარიში კაი ჰავერცმა გახსნა. პარიზელები კარგა ხანს წითელ კედელს ეჯახებოდნენ. ისინი თამაშობდნენ კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული ლონდონელების წინააღმდეგ, რომელიც მზად იყვნენ ბურთის გარეშე ეწვალათ. ბურთის ფლობაში...

კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
ჩანაწერი

კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ

შაბათს „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ ხვდება. პარიზელები ტიტულის შენარჩუნებას შეეცდებიან. უეფას ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ გამოართვა პარიზელთა ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 7 საგოლე პასია. ინტერვიუში 25 წლის ვარსკვლავმა პსჟ-ს კოლექტიურ თამაშს გაუსვა ხაზი. …ბევრმა გუნდმა იცის, როგორ ვთამაშობდით შარშან. ისინი ჩვენი ჩანაფიქრის ჩაშლას ცდილობდნენ, მაგრამ დავამტკიცეთ,...

ლივერპულში ჩარჩენილები
ჩანაწერი

ლივერპულში ჩარჩენილები

„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე...

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
ჩანაწერი

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ
ჩანაწერი

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ

Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს: „თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი...