„ლივერპულმა“ ახალი მწვრთნელის ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით ამერიკაში სეზონისწინა შეკრებაზე ზედიზედ მეორე ამხანაგური შეხვედრა მოიგო. ამჯერად „წითლებმა“ „ვრექსჰემი“ დაამარცხეს 1:0. მატჩი ნიუ იორკში გაიმართა. ერთადერთი გოლი მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა რიო ნგუმოჰამ გაიტანა. მისი დარტყმულისთვის გზის გადაღობვას მცველი ლუის ბრანტი ცდილობდა, მაგრამ ბურთმა რიკოშეტით „ვრექსჰემისთვის“ არასასურველი ტრაქტორია მიიღო და კარში ჩაეშვა.
ირაოლამ ამჯერადაც ნიუ იორკში წაყვანილი ყველა ფეხბურთელი გამოიყენა, სათამაშო დრო ყველას მისცა. ფედერიკო კიეზა ავად იყო და შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ჩიკაგოს ბაზაზე დარჩნენ ფლორიან ვირტცი, ალექსანდრ ისაკი და რაიან გრავენბერხიც, რომლებსაც ფიზიკურ მომზადებაზე აქვთ სავარჯიშო. არ იყო აგრეთვე ჟერემი ჟაკე.
აშშ-ში ტურს „ლივერპული“ კვირას დაასრულებს, როდესაც ჩიკაგოში „ლიდსს“ შეხვდება.
გიორგი მამარდაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 76 წუთი დაჰყო. Liverpool Echo-მ მას 7 ქულა დაუწერა და სიტყვიერად ასე შეაფასა: „ყურადღებით იყო, როდესაც კარიდან გამოვიდა და „ვრექსჰემს“ გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა. მან კარგად მოიგერია სმიტის დარტყმა, თუმცა მოგვიანებით თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა“.
„ალისონის არყოფნაში კარგად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. მან „ვრექსჰემს“ გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა“, – დაწერა „ლივერპულის“ საკლუბო საიტმა.
flashscore-მა ქართველი მეკარის თამაში 7.9 ქულით შეაფასა, რაც თანაგუნდელთა შორის მაქსიმუმი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
მთავარი ამბავი30/07/2026 | 07:53მამარდას მეორე ამხანაგური აშშ-ში
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
