ხვიჩა ისვენებს, თორნიკე იტანს…

ხვიჩა ისვენებს, თორნიკე იტანს…

თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მატჩის მთავარი გმირი კი თორნიკე კვარაცხელია გახდა, რომელმაც დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა, გოლი კი თავისი ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

უმცროსი დინამოელები „კოპენჰაგენთან“ საპასუხო მატჩს 4 ნოემბერს დანიაში გამართავენ და უეფას-ახალგაზრდულ ლიგაში მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.