თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის მთავარი გმირი კი თორნიკე კვარაცხელია გახდა, რომელმაც დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა, გოლი კი თავისი ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა. უმცროსი დინამოელები „კოპენჰაგენთან“ საპასუხო მატჩს 4 ნოემბერს დანიაში გამართავენ და უეფას-ახალგაზრდულ ლიგაში მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება.
