ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი გახდა.
პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა. კვარაცხელია ნომინანტთა შორის მესამედ მოხვდა, მეექვსე ადგილი კი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.
კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ამასთან, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კვარა ლონდონში გამართულ ცერემონიას არ დასწრებია. ტრავმირებულ ქართველ ფეხბურთელს კვირის დასაწყისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია ჩაუტარდება.
დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში:
საუკეთესო თავდამსხმელი (კაცები)
ჰარი კეინი (ინგლისი / „ბაიერნი“)
საუკეთესო თავდამსხმელი (ქალები)
შარლინ კორალი (მექსიკა / „პაჩუკა“)
საუკეთესო კლუბი (კაცები)
„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)
საუკეთესო კლუბი (ქალები)
„ბარსელონა“ (ესპანეთი)
„სოკრატესის ჯილდო“ (ფეხბურთს მიღმა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის)
ბუკაიო საკა (ინგლისი / „არსენალი“)
საუკეთესო მეკარე (კაცები)
უნაი სიმონი (ესპანეთი / „ბილბაო“)
საუკეთესო მეკარე (ქალები)
კატა კოლი (ესპანეთი / „ბარსელონა“)
საუკეთესო მწვრთნელი (კაცები)
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები)
საუკეთესო მწვრთნელი (ქალები)
პერე რომეუ (ესპანეთი / „ბარსელონა“)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (კაცები)
ლამინ იამალი (ესპანეთი / „ბარსელონა“)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ქალები)
ვიკი ლოპესი (ესპანეთი / „ბარსელონა“)
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
