„ბაიერნის“ ბელგიელი თავკაცი ვინსენტ კომპანი სარეზერვო გუნდის ვარჯიშის დროს ამ გუნდის მწვრთნელის დანტეს გვერდით იდგა, როდესაც გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა იდეალურად იმუშავა, ვერტმფრენიც კი აამოქმედა. საბოლოოდ 40 წლის ვეტერანი ფეხბურთელი მიუნხენის საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და ახლა მას უკვე გეგმაზომიერად მკურნალობენ.
როგორც ირკვევა მწვრთნელის გარშემო მოტრიალე ხალხისთვის მისი ცუდად გახდომა მოულოდნელი არ იყო. ბოლო კვირების განმავლობაში მათ არ მოსწონდათ კომპანის ცხოვრების წესი, რომელიც ძირითადად მუშაობისგან შედგებოდა და დასვენებას საერთოდ არ გულისხმობდა. გარდა ამისა მწვრთნელმა რამდენიმედღიანი ვირუსული გრიპიც გადაიტანა.

„ბილდი“ წერს, რომ ადამიანები, რომლებიც კომპანის გვერდით ტრიალებდნენ ხედავდნენ, რომ ის მუდამ გამოუძინებელი იყო, იკვებებოდა არა-ჯანსაღად და გაუთავებლად სვამდა ყავას, რათა არ ჩასძინებოდა. ამასთან, ყოფილი სპორტსმენისთვის გასაოცრად, კომპანი ფაქტობრივად არ ვარჯიშობდა.
გერმანული გაზეთი წერს, რომ „ანდერლეხტის“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მცველი ნამდვილი შრომის მანიაკია, რომელიც ცდილობს ყველა დეტალი გააკონტროლოს. ის ჩართულია ყველაფერში, ასე განსაჯეთ გუნდის მოგზაურობის დაგეგმვაშიც კი. ის კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობს საწვრთნელ ბაზაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სურს დაამონტაჟოს უზარმაზარი ეკრანი, რომლის საშუალებითაც დახურულ ვარჯიშებს უცხო თვალისგან დაიცავს. ამას ემატება სატრანსფერო საკითხები და გასული თამაშების გასაანალიზებლად ლეპტოპთან საათობით ჯდომა.
ახლა კომპანის ყურადღების ჯანმრთელობაზე გადატანა მოუწევს. „ბაირნმა“ გამოაცხადა, რომ მწვრთნელს კარგა ხნით დაასვენებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ