NBA-ს სტარტი „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ ჩინებული გამოუვიდა – სამიდან სამი მოგება. თუ სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა საწყისი ორი თამაში შინ მოიგო, ამჯერად, სტუმრად, „იუტა ჯაზი“ დაამარცხა – 132:123.
პირველი მეოთედი „ჯაზმენებმა“ 18 ქულით კი მოიგეს, თუმც დიდი შესვენებისთვის წინ უკვე „ლეიკერსი“ იყო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 20:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ორიდან თითო ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო და ოთხივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. მატჩის მთავარი გმირი ლუკა დონჩიჩი გახდა, ვინაც რვა სამქულიანი და ჯამში 52 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა.
„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, შინ, „პორტლენდთან“ გამართავს.
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოიგო „ორლანდო მეჯიქმა“. „ჯადოქრებმა“ სტუმრად მოქმედი ჩემპიონი „ნიუ იოორკ ნიკსი“ 111:102 დაამარცხეს. თუმცა, ამ გამარჯვებაში გოგა ბითაძის წვლილი არ ყოფილა, რადგან ქართველი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. „ორლანდო“ 29 ოქტომბერს, მომდევნო მატჩისთვის, ტორონტოს ესტუმრება.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
