მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა იტალიის წინააღმდეგ გამართა და ისევ 2:3 დამარცხდა.
თამაშს მუდმივად იტალიელები აკონტროლებდნენ და ანგარიშიც მათი სცენარით მიდიოდა. მართალია, პირველი გოლი ჯანიკო გიორგაიამ გაქვითა, მაგრამ შემდეგ იტალიელებმა კიდევ ორი გაიტანეს და ვახტანგ კეკელიას გოლმა ჩვენებს ხეირი ვეღარ მოუტანა.
ჯგუფს იტალია და კოსოვო 3-3 ქულით ლიდერობენ და თითო მატჩი აქვთ ჩატარებული. ავთანდილ ასათიანის გუნდი კი ორი მატჩის შემდეგ უქულოდაა; შეგახსენებთ, ჩვენები პირველ ტურში კოსოვოსთან ასეთივე ანგარიშით შინ დამარცხდნენ. მეინ რაუნდის მომდევნო მატჩს 24 თებერვალს, კოსოვოსთან სტუმრად ვითამაშებთ; ჯგუფურ ეტაპს კი 2 მარტს, იტალიასთან საშინაო შეხვედრით დავხურავთ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა