სამარყანდში დასრულდა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო ნაწილი ქართველებისთვის კარგი ნამდვილად ვერ გამოდგა.
საქართთველოს ქალთა ნაკრებმა მედლებისთვის ბრძოლის შანსი, ფაქტობრივად, მერვე ტურში დაკარგა, როდესაც ტურნირზე ერთად-ერთი მარცხი განიცადა – ჩინეთთან 1,5:2,5; მერე იყო საბერძნეთთან 2:2, ინგლისთან – 2,5:1,5 და ინდოეთთან 2:2. საბოლოოდ, მეორე განთესვის საქართველო ექვსი მოგებით, ოთხი ყაიმითა და ერთი მარცხით მერვე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი ჩინეთი (20 ქულა) გახდა; მეორე იყო ყაზახეთი (18); მესამე – ინდოეთი (17); პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე 15 საუკეთესოშიც ვერ მოხვდა; ნინო ბაციაშვილმა მეორე დაფაზე მე-12 შედეგი აჩვენა; მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილი მესამე იყო; მეოთხე დაფაზე ლელა ჯავახიშვილი მე-10 იყო და ასეთივე შედეგი დააფიქსირა სათადარიგო მერი არაბიძემ.
29-ე განთესვის კაცთან ნაკრები კი ექვსი მოგებით, ორი ყაიმითა და სამი მარცხით 28-ე ადგილზე გავიდა. ჩვენებმა ბოლო ტურებში კოსტა-რიკას 3:1 აჯობეს და თითქოს მედლის შანსიც გაჩნდა, მაგრამ უკრაინასთან 1,5:2,5 დამარცხდნენ, რის შემდეგ ინდონეზიასთან (3,5:0,5) მოგება მედლისთვის საკმარისი აღარ იყო და ბოლო ტურში ესპანეთთან 1:3 წააგეს. აქ უზბეკეთმა (20) იჩემპიონა; მეორე და მესამე ადგილები ინდოეთმა (18) და გერმანიამ (18) დაიკავეს. კაცებიდან 15-ში მხოლოდ სათადარიგო ლუკა პაიჭაძე (მეშვიდე ადგილი) მოხვდა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად