„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებამდე დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, სხვადასხვა კანდიდატი კი ბოლო წამამდე (28 სექტემბერმადე) ცდილობდა ხმოსან ჟურნალისტებზე გავლენა მოეხდინა. მათ მხარდასაჭერად გამოდიოდნენ ფეხბურთელები თუ მწვრთნელები და ამბობდნენ, რომ ყველას სწორედ მათი მეგობარი, თანაგუნდელი ან შეგირდი სჯობს. ლამინ იამალი და კილიან მბაპე არც საკუთარი თავის ქებას მოერიდნენ.

26 წლის ფეხბურთელმა ჟოაო ფელიქსმა ყოფილ თანაგუნდელს, იამალს დაუჭირა მხარი. საუდის არაბეთში, კერძოდ „ალ-ნასრში“ მოთამაშე პორტუგალიელმა AS-თან ინტერვიუში თქვა:
„მე „ოქროს ბურთი“ ყოველთვის იმ ფეხბურთელისთვის მემეტება, რომელიც თავისი ნიჭით ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს. თუკი დღეს არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ტელევიზორის ყურებისას სკამზე მოსვენებით დაჯდომის საშუალებას არ გაძლევს, ეს ლამინია. რასაკვირველია, მბაპესა და კეინსაც დიდებული სეზონები ჰქონდათ, მაგრამ ლამინი ბრწყინვალე ფორმაშია. გარდა ამისა ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის წლებში კი ამ ტურნირის მოგება ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს“.
ლამინ იამალმა 2025 წელს ოსმან დემბელეს შემდეგ ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 08:51ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი
სიახლეები28/09/2026 | 07:55ზუბკოვი: მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე შეიძლება კარგადაც იმოქმედოს და ცუდადაც
მთავარი ამბავი28/09/2026 | 07:19ანდრეა მალდერა: მოწინააღმდეგეზე ფიქრში ენერგია არ უნდა დავხარჯოთ
მთავარი ამბავი27/09/2026 | 09:57სანიოლი: 25 – 10 – 23