ზუბკოვი: მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე შეიძლება კარგადაც იმოქმედოს და ცუდადაც

ზუბკოვი: მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე შეიძლება კარგადაც იმოქმედოს და ცუდადაც

ერთა ლიგაში საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრის წინა დღეს უკრაინელებმა თბილისის ეროვნულ სტადიონზე პრეს-კონფერენცია გამართეს. ჟურნალისტების წინაშე წარდგა ათენის აეკ-ის 30 წლის მარჯვენა გარემარბი ოლეკსანდრ ზუბკოვიც.

გთავაზობთ ამონარიდებს:

…საქართველოს მწვრთნელი შეეცვალა? ამის შესახებ ჩვენს სამწვრთნელო შტაბთან საღამოს დავილაპარაკებთ, მაგრამ, ზოგადად მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე შეიძლება კარგადაც იმოქმედოს და ცუდადაც. ამიტომ დავიცადოთ. ჩვენ საქართველოს ნაკრებს დეტალურად შევისწავლით. ის ყოველთვის ტექნიკური გუნდია, მას ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, ვფიქრობ საინტერესო თამაში იქნება…

…საქართველოსთან თამაში მეორეა, უნგრეთის შემდეგ. ყველა ვინც მწვრთნელმა გამოიძახა თავის შანსს ელის. თუ როტაცია იქნება ყველა, ვინც მოედანზე გავა 100%-ით დაიხარჯება, ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.