იანის ჰაჯიმ საქართველოსა და რუმინეთის ფრედ (1:1) დამთავრებული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თბილისში ფრით კმაყოფილი ვერ დარჩებოდა, მაგრამ იყო იმედისმომცემი მომენტები. ლეგენდარული გეორგე ჯაჰის 27 წლის ვაჟი ამბობს, რომ მამამისს წინა მწვრთნელებთან შედარებით გაცილებით მაღალი მოთხოვნები აქვს. „ვერ გეტყვით, რომ შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ კარგი იყო, რომ მეტად თუ ნაკლებად მოვახერხეთ იმის ხორცშესხმა, რაზეც გასულ...
ჭდე: საქართველოს ნაკრები
თბილისში, ბაჰრეინთან…
საქართველოს ეროვნული გუნდი ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს თბილისისში, ამხანაგრ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა 5 ივნისს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. შეგხსენებთ, რომ მანამდემ 2 ივნისს, ასევე თბილისში ჩვენები რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.
რან ბენ შიმონი: გოლები ლოგიკის საპირისპიროდ გავუშვით
ისრაელმა შემოდგომაზე დანიშნული ერთა ლიგის მატჩების წინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოსთან 2:2 ითამაშა. „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლით მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ „თერთ-ლურჯების’’ შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაი მიზრახიმ და ომრი განდელმანმა თბილისში გამართული სასეირო შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს. პირველ ნახევარ საათში გუნდებს ცოტა საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ როდესაც პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ...
პარიზიენი: კვარა ამას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიმეორებს
მას არ შეუძლია რომ არ გაიტანოს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში ოთხი გოლი შეაგდო ბრწყინვალე ფორმაშია რაც ხუთშაბათს საქართველოა ნაკრების შემადგენლობაში, ისრაელთან ამხანაგურ შეხვედრაში ორი გოლით დაადასტურა. კვარაცხელიამ თამაში თავის ფრთაზე, შეტევაში „ლიონის’’ ყოფილი ფეხბურთელის ჟორჟ მიქაუტაძის მხარდამხარ დაიწყო. მეტიც, ის საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა. პარიზელმა თავი პირველად 36-ე...
უნგრელები საქართველოს ნაკრებზე
უნგრულმა გამოცემამ „ნემზეთი შპორტმა’’ (ეროვნული სპორტი) ერთა ლიგის კენჭისყრას მიუძღვნა რამდენიმე წერილი: B2 ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია. უნგრელმა ჟურნალისტებმა დაახასიათეს თავიანთი ნაკრების სამივე მეტოქე. საქართველოს ნაკრების დახასიათებას მისი ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის კომენტარიც დაურთეს. გაზეთმა, რომელიც უნგრეთში 1903 წლიდან გამოიცემა დაწერა: „ბევრს ახსოვს საქართველოს ნაკრების ფანტასტიკური გამოსვლა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე....
მარკო როსი: საქართველო რთულ მეტოქედ მიმაჩნია
ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B2 ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილო ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან ერთად. წილისყრის შედეგებზე უნგრულ „ნემზეთი შპორტთან’’ ინტერვიუში თავისი აზრი გამოთქვა უნგრეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა 61 წლის მარკო როსიმ. „კარგია, რომ არ შევხვდით ისეთ ძლიერ გუნდებს როგორებიც არიან შვეიცარია და ავსტრია, მაგრამ ჯგუფში მაინც ძლიერი მოწინააღმდეგეები...
ვიეირამ ერთა ლიგის მეორე ჯგუფში ჩაგვსვა
ბრიუსელში ერთა ლიგის მეხუთე გათამაშების წილისყრა გაიმარტა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ. კალათიდან ბურთულები ფრანგმა პატრიკ ვიეირამ ამოიღო და გაირკვა, რომ: ერთა ლიგის 2026-27 წლების სეზონში ჩვცენი ნაკრები B დივიზიონის მეორე ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები იქნებიან. წილისყრის სრული შედეგებია ასეთია: A დივიზიონი A1 ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, თურქეთი...
ორი ამხანაგი…
საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჩვენები 26 მარტს, თბილისში ისრაელს უმასპინძლებენ, 29 -ში კი ლიეტუვას კაუნასში ესტუმრებიან. ამათ საქართველოს ამხანაგურ თუ ოფიციალურ დონეზე ბევრჯერ აქვთ ნათამაშევი. ისრაელთან საქართველოს ერთი მოგება, ორი ფრე და სამი წაგება აქვს. ჩვენები ისრაელს ევროპის 2012 წლის შესარჩევ ჯგუფში ორჯერ შეხვდნენ. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ქართველები ებრაელებს შინ უგოლოდ დაშორდნენ, სტუმრად კი 0:1...
შეგუებული მარცხი
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4. თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ბოლომდე ასეც გაგრძელდა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. პირველი გოლი პენალტით გავიდა, რომელიც მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა. 11-მეტრიდან მიკელ ოიარსაბალის დარტმული ზუსტი აღმოჩნდა. მეორე გოლისას ფაბიან რუისმა მარტინ ზუბიმენდი მეკარესთან...
მატჩის შემდეგ: ვინც იბრძოლა, გაიმარჯვა!
საქართველოს ნაკრებმა თურქეთში 1:4 წააგო. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ჯვაროსანთა’’ მეოთხე შეხვედრა, რომლის დამთავრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ E ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს ესპანეთი და თურქეთი დაიკავებენ, საქართველოს კი მუნდიალზე მოხვედრა ოცნებად დარჩება. თურქული სპორტული გაზეთი „ფანატიკი’’ მატჩის შემდგომ ინტერვიუებს აქვეყნებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი: „თურქეთი ძლიერი გუნდია. ჩვენ კი მთელი...









