ქეცბამ მეორედ წააგო

ქეცბამ მეორედ წააგო

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ ახალწვეულ „სპაერს“ 17 წლის ქართული ფეხბურთის იმედის, ანდრია ბართიშვილის პენალტით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა. ეს ბართიშვილის მეორე გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. კიდევ ორი მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გაიტანა.

ქულების დაკარგვის მიუხედავად, „იბერია“ 31 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს და  ორი პუნქტით უსწრებს „რუსთავს,“ რომელმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, ამჯერად 1:0 აუტსაიდერ „მეშახტესთან“, „ტორპედოს“ ცხრილში ადგილი გაუცვალა და მეორე ადილზე დადგა. „ტორპედო“ კი მიჯრით მეორედ დამარცხდა. ტორპედოელთაგან კვლავ გამოიჩინა თავი სერბმა შემტევმა, კომნენ ანდრიჩმა, ეს მისი მე-8 გოლი იყო სეზონში და ბომბარდირთა დავასაც ის ლიდერობს. ქუთაისური  კლუბი კი 26 ქულით მესამე პოზიციაზეა. ხოლო რაც შეეხება „მეშახტეს,“ ტყიბულელებმა ზედიზედ მერვე მატჩი წააგეს და 10 ქულით ერთპიროვნული აუტსაიდერები არიან.

ზედიზედ მესამედ დამარცხდა „დილა,“ ამჯერად 2:3 კაცნაკლულ „ბათუმთან“. მასპინძელი ზღვისპირელები ათნი 54-ეწუთზე დარჩნენ, როცა მათმა მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბურთი ხელით საჯარიმოს გარეთ მოიგერია და არბიტრმა ბაკურ ნინუამ მას წითელი ბარათი აუფრიალა. ამ მატჩში ბათუმელთა მცველმა ნიკა კალანდარიშვილმა დუბლი გააკეთა. მან ორივე გოლი პენალტით გაიტანა. ეს ერთადერთი ორგოლა გახლდათ მე-17 ტურში.

დამარცხდა თბილისის „დინამოც.“ გაგრასთან“ – 1:2. შეგახსენებთ, რომ „გაგრამ“ „დინამოს“ პირველ წრეშიც მოუგო 1:0 „დინამო არენაზე.“ ეს თემურ ქეცბაიას მეორე წაგება გახლდათ „დინამოს“ მწვრთნელობის მე-9 მატჩში.

იბერია 1:1 სპაერი

1:0 ბართიშვილი (19 პენ), 1:1 გოლუბიანი (59)

ბათუმი 3:2 დილა

1:0 კალანდარიშვილი (9 პენ), 2:0 მანდრიჩენკო (11), 2:1 ოლატუნჯი (36), 2:2 ანოფი (84), 3:2 კალანდარიშვილი (87 პენ)

გაძევება: კუპატაძე (54) – ბათუმი

რუსთავი 1:0 მეშახტე

1:0 გუჯაბიძე (73)

სამგურალი 2:1 ტორპედო

1:0 სებოლინია (31), 2:0 შათირიშვილი (52), 2:1 ანდრიჩი (78)

გაძევება: მანე (83) – ტორპედო

გაგრა 2:1 დინამო

1:0 ანდრეიჩუკი (9), 2:0 ფეიქრიშვილი (32), 2:1 სანტუსი (84)

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.