ბათუმი აღარ ხუმრობს

ბათუმი აღარ ხუმრობს

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ცხრილში „ორხელისუფლებიანობა“ დამყარდა. „რუსთავმა“ და „ბათუმმა“ 43-43 ქულა დააგროვეს, თუმცა რუსთაველები დამატებითი მაჩვენებლით ლიდერობენ. მათმა უშუალო კონკურენტებმა „დინამომ“ და „იბერიამ“ კი ნაკლები მატჩები ჩაატარეს, შესაბამისად კი 39 და 37 ულა აქვთ.

„ბათუმმა“ სწორედ „იბერიას“ სძლია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი სწორ გზაზე დგას. ეს ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გახლდათ ჩემპიონატში.

რუსთაველებმა ბოლო სამ მატჩში მეორედ ითამაშეს ფრედ. „სპაერთან“ აგებდნენ, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვეს.  

მიჯრით მეორედ ითამაშა ფრედ „დინამომ.“ ამჯერად თემურ ქეცბაიას შეგირდები აუტსაიდერ „მეშახტეს“ უგოლოდ დაუზავდნენ და ამ შედეგმა საბოლოოდ დინამოელთათვის საჩემპიონო ბრძოლაზეც კი შეიძლება იმოქმედოს უარყოფითად.

„ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ვერ მოიგო. ამჯერადაც იგებდა „სამგურალთან,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. საბოლოოდ – 1:1.

სამგურალი 1:3 დილა

0:1 სანიანგი (21), 0:2 შეყილაძე (22), 0:3 კანტე (49), 1:3 სებოლინია (85)

სპაერი 1:1 რუსთავი

1:0 ცირდავა (26), 1:1 ალმეიდა (33)

ბათუმი 2:0 იბერია

1:0 მაურიდესი (62), 2:0 კირკიტაძე (87)

გაძევება: ქარდავა (90) – იბერია

დინამო 0:0 მეშახტე

გაძევება: უგრეხელიძე (68) – დინამო

გაგრა 1:1 ტორპედო

0:1 ჭავჭანიძე (21 საკ. კარში), 1:1 გოშთელიანი (74)

გაძევება: ცინცაძე (87) – გაგრა

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.