ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ცხრილში „ორხელისუფლებიანობა“ დამყარდა. „რუსთავმა“ და „ბათუმმა“ 43-43 ქულა დააგროვეს, თუმცა რუსთაველები დამატებითი მაჩვენებლით ლიდერობენ. მათმა უშუალო კონკურენტებმა „დინამომ“ და „იბერიამ“ კი ნაკლები მატჩები ჩაატარეს, შესაბამისად კი 39 და 37 ულა აქვთ. „ბათუმმა“ სწორედ „იბერიას“ სძლია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი სწორ გზაზე დგას. ეს ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება...
ჭდე: გიორგი ჭიაბრიშვილი
ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
„ბათუმმა“ ლიდერ „რუსთავს“ „დავით პეტრიაშვილზე“ თორნიკე კირკიტაძის ერთადერთი გოლით მოუგო და ახლა მხოლოდ ორი პუნქტით ჩამორჩება ქვემოქართლელებს. ეს ზღვისპირელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ. მართლაც კარგ ფორმაში არიან გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები. მიჯრით ორი მარცხის შემდეგ, როგორ იქნა, გაიმარჯვა „იბერიამ.“ თბილისელებმა კერკეტ „სამგურალს“ 2:1 სძლიეს. გამარჯვების გოლი ბოლოსკენ, 89-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა გაიტანა. ახლა „იბერიას“...
ოდენ ქულა
… მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“ წააგო, ამჯერად კი „ტორპედოს“ უგოლოდ დაშორდა. ამასობაში „დილამ“ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, ამჯერად „გაგრასთან“ და...
დილა ისევ პირველია
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 29-ე ტურში ლიდერი ისევ შეიცვალა. „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „იბერიასთან“ 0:3 წააგო და პირველიდან მესამე ადგილზე დაქვეითდა. ეს ქუთაისელთა მიჯრით მეორე მარცხი გახლდათ. „დილამ“ კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „სამგურალს“ – 2:1. გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გაიტანა ირაკლი ბუღრიძემ. ახლა „დილას“ და „იბერიას“ თანაბარი 58-58 ქულა მოუგროვდათ და გორელები პირველ საფეხურზე გატანილ-მიღებული ბურთების უკკეთესი...
ჭიაბრიშვილი ბათუმში
„ბათუმს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ამ პოსტზე უკრაინეილ სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალი მწვრთნელი 18 ოქტომბერს „ბათუმი არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში წარდგენა. ჭიაბრიშვილი ორჯერ იყო დასახელებული საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად (2018, 2020). 45 წლის სპეციალისტი წვრთნიდა „ზესტაფონს“, „საბურთალოს“, თბილისის „ლოკომოტივს“, „დინამო თბილისს“, ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ და „საბურთალო“ საქართველოს...
ჭიაბრიშვილი „დინამოდან“ წავიდა…
„გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისი“ დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მთავარ მწვრთნელთან ერთად გუნდი მისმა ასისტენტებმა გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე იწკირველმა დატოვეს“, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალლური ვებგვერდი ავრცელებს. გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასი მოიპვა. ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით...
გიორგი ჭიაბრიშვილი: ყველანაირი სცენარისთვის ვემზადებით…
„ასტანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს: გიორგი ჭიაბრიშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთს ორი თანაბარი ძალის გუნდი ეთამაშება, „ასტანა“ ევროტურნირებზე წარმატებით და სტაბილურად თამაშობდა. მათ ჰყავთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ორი მოთამაშეა საქართველოს ნაკრებში. კარგია, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ....
დინამო ევროსეზონს ასტანაში იწყებს
12 ივლისს თბილისის „დინამო“ ახალ ევროსეზონს იწყებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანას“ შეხვდება. თბილისელები ასტანაში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. გუნდს ამ მატჩში ვიცე-კაპიტანი ანრი მექვაბიშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ასევე განაცხადში არ არიან სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი და შემტევი თორნიკე კირკიტაძე. ყაზახეთში გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია: მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა...
ყოჩაღი სტუმრები
ჩემპიონმა „დინამომ“ განახლებულ „დინამო არენაზე“ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, თუმცა უშუალო კონკურენტ „ბათუმთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი დაუბრუნდა, მაგრამ საქმეს არც ამან უშველა. ვერ ვიტყით, რომ ჩემპიონებმა ცუდად ითამაშეს, მაგრამ ფაქტია – „ბათუმმა“ უკვე სამი ქულით გაუსწრო კონკურენტებს. მანამდე, ცოტა ხნით, პირველ საფეხურზე „საბურთალო“ იდგა, რომელმაც „კავკასიონ არენაზე“ „თელავს“ 0:3 მოუგო. ეს...
სამგურალი მიჯრით – 7
მე-13 ტურში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სატურნირო ცხრილს სათავეში „სამგურალი“ ჩაუდგა… საქმე ის არის, რომ წყალტუბოელებმა „დინამოს“ მოუგეს (2:1) და ეს მატჩი ნახევარი საათით ადრე დაიწყო, ვიდრე სამტრედიაში, სადაც „ბათუმმაც“ ამავე ანგარიშით იმარჯვა მასპინძლებთან, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ახლა „ბათუმს“ და „სამგურალს“ 28-28 ქულა მოუგროვდათ და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერები ისევ...








