„ბათუმმა“ ლიდერ „რუსთავს“ „დავით პეტრიაშვილზე“ თორნიკე კირკიტაძის ერთადერთი გოლით მოუგო და ახლა მხოლოდ ორი პუნქტით ჩამორჩება ქვემოქართლელებს. ეს ზღვისპირელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ. მართლაც კარგ ფორმაში არიან გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები.
მიჯრით ორი მარცხის შემდეგ, როგორ იქნა, გაიმარჯვა „იბერიამ.“ თბილისელებმა კერკეტ „სამგურალს“ 2:1 სძლიეს. გამარჯვების გოლი ბოლოსკენ, 89-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა გაიტანა. ახლა „იბერიას“ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
მესამეზე კი 38-ქულიანი თბილისის „დინამოა,“ რომელმაც მე-100 „კლასიკოში“ „ტორპედოსთან“ 1:1 ითამაშა. ქუთაისელები 32 ქულით მე-6 ადგილზე დგანან.

„დილამ“ „გაგრას“ ლაშა მენთეშაშვილის გოლით 1:0 სძლია. მეშახტე“ კი „სპაერს“ ორბურთიანი სხვაობით უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ასეთია 24-ე ტურის მთავარი ამბები.
რუსთავი 0:1 ბათუმი
0:1 კირკიტაძე (48)
მეშახტე 2:2 სპაერი
1:0 სიხარულიძე (14), 2:0 ბურდული (22), 2:1 გეგიაძე (36), 2:2 სამხარაძე (54)
დილა 1:0 გაგრა
1:0 მენთეშაშვილი (72)
იბერია 2:1 სამგურალი
1:0 ჯინჯოლავა (12 პენ), 1:1 გეგეჭკორი (33), 2:1 ბოჭორიშვილი (89)
ტორპედო 1:1 დინამო
1:0 პირესი (58), 1:1 დოლტმურზიევი (70)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
