პიერ-ანრი ბრონკანმა 36-კაციანი სია გამოაქვეყნა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა ასე მოხაზა ის კონტინგენტი, რომელიც ქვეყნის ღირსებას ნოემბერში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მატჩებში დაიცავს.
ამ 36-დან 7 ისეთია, რომელსაც სანაკრებო კეპი არ აქვს. ამ პოტენციური დებიუტანტებიდან ზოგიერთს ნაკრებთან ერთად ადრეც უვარჯიშია, ზოგი კი აბსოლუტური ახალბედაა ბორჯღალოსნებში. აი, მათი სრული ჩამონათვალიც: ლაშა ფხაკაძე, კახაბერ დარბაიძე, გაგი მარგველაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით ბარბაქაძე, ლუკა ტაბატაძე, ლუკა ხორბალაძე.
რაც შეეხება ტურნირს, მისი პირველი ნახევარი დასავლეთ ნახევარსფეროში ივლისში გაიმართა და ორ 6-გუნდა პულის მონაწილეებმა 3-3 მატჩი გამართეს. ევროპა-აზია-აფრიკის სექსტეტში ზაფხულის სესია 14 ქულით პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრებმა დაასრულა, მოწინააღმდეგე, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ასევე წყნარი ოკეანის რეგიონის 6-ეულში ასეთივე შედეგით აშშ-ის ნაკრები ლიდერობს.

პულების გამარჯვებულები 2026 წლის გათამაშების ჩემპიონებად გამოცხადდებიან, ხოლო ზედა 12-ეულში ასვლის შესაძლებლობა რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდება.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული რაზმი მსოფლიო რაგბის ერთა თასის 2026 წლის ნოემბრის მატჩებისთვის:
1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 22, 5), ლუკა გოგინავა (ბეზიე, 8, 0), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 3, 0), ლაშა ფხაკაძე (ბორდო, 0, 0);
2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 32, 55), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, 2, 10);
3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 33, 15), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი, 7, 15), კახაბერ დარბაიძე (ბიარიცი, 0, 0);
4-5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბრივი, 90, 15), ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 36, 5), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 31, 25), გიორგი ჯავახია (ანგულემი, 29, 20), გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92, 0, 0);
6-8. ბექა საღინაძე (ლიონი, 57, 25), ბექა გორგაძე (პო, 54, 70), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 52, 60), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 33, 35), ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 23, 30), ბექა შვანგირაძე (ლიონი, 9, 10), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, 1, 5);
9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 107, 98), გელა აფრასიძე (ანგულემი, 66, 65), თემურ ძოძუაშვილი (შავი ლომი, 0, 0);
10. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 40, 306), დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი, 6, 12);
12-13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 23, 30), გიორგი შველიძე (ბრივი, 9, 5), გიორგი ხაინდრავა (ნიცა, 2, 5), დავით ბარბაქაძე (ლიონი, 0, 0), ლუკა ტაბატაძე (შავი ლომი, 0, 0);
11, 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 63, 260), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი, 5, 15), ლუკა ხორბალაძე (ლიონი, 0, 0);
15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 51, 114), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 4, 0).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 20:52ავჭალაზე ჩაგდებული სტარტი
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:26შავი ლომის მეოთხე გამოწვევა
