ქოჩორას ჭარბი მონდომება

ქოჩორას ჭარბი მონდომება

„ესპანიოლისა“ და „სევილიას“ შეხვედრა (1:1), რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტით იყო მნიშვნელოვანი, ესპანური მედიისთვის უპირველეს ყოვლისა იმით იყო საყურადღებო, რომ მანოლო გონსალესმა „ესპანიოლის“ თავკაცის რანგში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და გადაასწრო ერნესტო ვალვერდეს, რომელიც 99 მატჩში გაუძღვა ბარსელონელთა გუნდს.

ეს მოხდა იმავე მეტოქესთან, რომელმაც „ესპანიოლი“ 2007 წელს ანუ ფაქტობრივად 20 წლის წინ გლაზგოში, უეფას თასის ფინალში პენალტებით დაამარცხა – მაშინ გუნდის მწვრთნელი სწორედ ვალვერდე იყო.

20 წლის წინანდელი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად შეხვედრას გაცილებით მეტად დაეტყო არბიტრი, რომელმაც 56-ე წუთზე სტუმრებს სენეგალელი არუონა სანგანტე გაუძევა მოედნიდან გააძევა, მაგრამ ამან სევილიელები ვერ შეაშინა. მათ მოედანზე მეორე ტაიმში შესული დებიუტანტის, ბელგიელი ლუკა სტასენის გოლით 85-ე წუთზე უპირატესობას მიაღწიეს. სტასენი აქამდე „სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელი და თავდასხმაში პარტნიორი იყო, ახლა კი ქოჩორაშვილის თანაგუნდელია. თუმცა, ლუის გარსია პლასას გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 90+8 წუთზე მარკოს ფერნანდეს სანჩესის დარტყმული გაუშვა.

გიორგი ქოჩორაშვილი 54-ე წუთზე ფრანგმა იუსუფ ფოფანამ შეცვალა.

შეხვედრა ძალისმიერი გამოდგა. ის ქოჩორაშვილის ყვითელი ბარათით დაიწყო – მან საჯარიმო მოედნის მისადგომებთან ალექს კალატრავას შეტევა ჩაშლალა. ერთი ხნის შემდეგ მასპინძლები უკვე მეტისმეტად მონდომებული ქართველის გაძევებას ითხოვდნენ, როდესაც მან ინგლისელი ტაირის დოლანი წააქცია.

ქოჩორას სტატისტიკა ასეთი გახლდათ: პასების სიზუსტე – 23/28; ბურთთან შეხება – 42; ბურთთან შეხება მეტოქის საჯარიმოში – 1; წარმატებული დრიბლინგი 0/1; დუელი – 5.

flashscore – 6.4; sofascore – 6.6; whoscored – 6.3; fotmob – 6.3

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.