თქმაც აღარ უნდა, რომ საფრანგეთის ტოპ 14 ევროპის უძლიერესი სარაგბო ლიგაა. შესაძლოა, ინგლისის პრემიერშიპს ან რგჩ-ს (რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატს) საქართველოში მეტი გულშემატკივარი ჰყავდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორი უკანასკნელის წარმომადგენლებს უკვე მრავალი წელია, ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი არ მოუგიათ.
ამ ტიტულს ბოლო 6 წლის განმავლობაში 2-2-ჯერ „ტულუზი“, „ლა როშელი“ და „ბორდო“ იგებენ და ეს საუკეთესო არგუმენტია იმ მოსაზრებისა, რომ ტოპ 14 ევვროპაში საუკეთესო ჩემპიონატია. ამდენად, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ ლიგის კლუბებში მომავალ სეზონში 42 ქართველი ლეგიონერიც იქნება.
ყველაზე მეტი, 6-6 ქართველი „ტულონისა“ და „ლიონის“ განაცხადშია, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონი „ტულუზი“ ერთადერთია ტოპ 14-ში, რომელიც უკვე მერამდენე წელია, ფონს ქართველების გარეშე გადის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერები: „ბაიონმა“ ლაშა მაჭარაშვილი დაიმატა, „ბორდომ“ – ლაშა ფხაკაძე, ხოლო ლიგაში დაბრუნებულმა „ვანმა“ ბორჯღალოსანი მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი გადაიბირა და მასთან ერთად – თინეიჯერი ფულბექი დათა არობელიძე. უნდა ითქვას, რომ ტოპ 14-ის კლუბებში უამრავი ახალგაზრდა ქართველი ტალანტია და ისინი დაოსტატებას ესპუართა ჩემპიონატში გააგრძელებენ.
ისიც აღვნიშნოთ, რომ ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „ლა როშელმა“ თავისი ბორჯღალოსანი კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე ერთი წლით პრო დ2-ის „ბეზიეს“ ათხოვა.

ბაიონი (2): ლაშა მაჭარაშვილი, ლუკა შულაია*.
ბორდო (1): ლაშა ფხაკაძე.
ვანსი (3): იოანე იაშიღაშვილი, მიხეილ ალანია, დავით არობელიძე*.
კასტრი (2): ლევან ჩილაჩავა, გიორგი ტურაშვილი*.
კლერმონი (2): გიორგი ახალაძე, გიორგი ძმანაშვილი.
ლა როშელი (2): ალექსანდრე ქუნთელია, დავით ნინიაშვილი.
ლიონი (6): ირაკლი აფციაური, ბექა საღინაძე, ბექა შვანგირაძე, ლუკა საღინაძე*, დავით ბარბაქაძე*, ლუკა ხორბალაძე*.
მონპელიე (4): ლუკა ჯაფარიძე, ნიკოლოზ ჩხორთოლია*, საბა გიორგიძე*, სანდრო გაბუნია*.
პერპინიანი (4): გიორგი თეთრაშვილი, გიორგი მესხიძე*, დავით ლაგვილავა, ანდრო დვალი.
პო (3): ლექსო ყაულაშვილი, გურამ პაპიძე, ბექა გორგაძე.
რასინგ-92 (5): გურამ გოგიჩაშვილი, გია ხარაიშვილი, ნიკოლოზ თორაძე*, გაგი მარგველაშვილი*, ვლადი აშვეთია.
სტად ფრანსე (2): გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი.
ტულონი (6): ბექა გიგაშვილი, გიორგი ბერძენიშვილი*, დავით ბარამია*, მიხეილ შიოშვილი, გიორგი ხონელიძე*, ბართლომე ხამაშურიძე*.
ტულუზა – 0.შენიშვნა: *-ით აღნიშნულნი არიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომელთაც პროფესიულ დონეზე თამაშის გამოცდილება არ გააჩნიათ.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 15:0652 ქართველით და ხმაურიანი ტრანსფერებით
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
