ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თომას ტუხელის ტაქტიკა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ეროვნულ საფეხბურთო ცენტრში, „სენტ ჯორჯ’ზ პარკზე“ გამართული დახურული შეკრების მონაწილეებმა მიკროსკოპში გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ინგლისმა 1966 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგს მიაღწია – ბრინჯაოს მედლები მოიპოვა – მაგრამ 53 წლის გერმანელი მწვრთნელი მაინც კრიტიკის ობიექტად იქცა. ინგლისში უკმაყოფილონი დარჩნენ, რომ ნახევარფინალში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მან ანგარიშის გახსნის შემდეგ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც მთელი ყურადღება დაცვაზე გადაიტანა.
ინგლისური მედია იტყობინება, რომ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია ამზადებს ვრცელ დასკვნას, სადაც დაწვრილებით იქნება გაანალიზებული ნაკრების წარმატებაცა და ჩავარდნაც.
დასკვნაში დიდ ადგილს დაიკავებს ზემოთ ხსენებული ნახევარფინალური მატჩი. აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება მუნდიალზე წასაყვანი 26 ფეხბურთელის შერჩევაც. ბევრს თვალში მოხვდა, რომ ტუხელმა მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა რამდენიმე ისეთი ვარსკვლავი დატოვა, რომლებიც საყოველთაო აზრით გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდნენ. ლაპარაკია კოულ პალმერზე, ფილ ფოდენზე, ჰარი მაგუაირსა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე.
სტაფორდშირში გამართულ დახურულ შეხვედრას ტუხელის ბანაკიდან თავად მწვრთნელის გარდა ესწრებოდნენ მისი ასისტენტი ენტონი ბერი, ფიზიკური მომზადების სპეციალისტი ნიკო მაიერი, მეკარეთა მწვრთნელი ილარიო ენრიკე და ანალიტიკოსი ჯეიმს მელბურნი. გარჩევამ სამ დღეს გასტანა. დისკუსიას აკვირდებოდა ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური დირექტორი ჯონ მეკდერმოტი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
