პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა

პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა

საფრანგეთის ლიგა 1-დან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, ევროპულ თასებზე შვიდი გუნდი გამოდის, რომელთა საერთაშორისო კალენდარი ადგილობრივთან იკვეთება, რის გამოც ქვეყნის პროფლიგას გრაფიკის მცირედ გადაკეთება მოუხდა. საქმე ეხება მე-7 და მე-8 ტურის შეხვედრებს.

შეხვედრები გადაედებათ ევროპის ლიგის მონაწილე „ლიონს“, „მარსელსა“ და „რენს“, აგრეთვე კონფერენციის ლიგის მონაწილე „მონაკოს“. იგივე ეხებათ ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე გუნდებს „პარი სენ ჟერმენს“, „ლანსსა“ და „ლილს“.

მე-7 და მე-8 ტურებში პსჟ-ს გრაფიკი ასე დადგინდა: მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „სტრასბურთან“ სტუმრად შაბათს, 17 ოქტომბერს საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე ითამაშებს, ხოლო „ლიონს“ მე-8 ტურში კვირას, 25 ოქტომბერს 22 საათსა და 45 წუთზე უმასპინძლებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.