გერმანელი იუვენტუსში

გერმანელი იუვენტუსში

გერმანელი თავდამსხმელი ნიკ ვოლტემადე იჯარის წესით „ნიუკასლიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. 2002 წელს დაბადებულმა ვარსკვლავმა ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

იტალიური მედია წერს, რომ ეს ტრანსფერი „ბებერ ქალბატონს“ ფინანსურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს. საქმე ის არის, რომ ჯონათან დევიდი, რომელიც „ატლეტიკოში“ გადავიდა სეზონში ბონუსებიანად 6 მილიონ ევროს იღებდა, ვოლტემადე კი 4.4 მილიონს დასჯერდება. გერმანელის ტრანსფერისთვის „იუვეს“ 5 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი.

დევიდი, რომელი „ატლეტიკოში“ ჯერჯერობით იჯარით არის წასული, მადრიდში დარჩენის შემთხვევაში ტურინელებს 25 მილიონ ევროს მოუტანს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.