ნევეში მალე ალბათ დაშლილებშიც წავა

ნევეში მალე ალბათ დაშლილებშიც წავა

რაზე აღარ ამახვილებს ყურადღებას „სანი“.  ინგლისური გაზეთი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული ჟოაო ნევეში ქალაქში მოძრაობს მანაქანით, რომელიც… 7000 გირვანქა ღირს. ეს 24.780 ლარია.

რაოდენ გასაკვირიად უნდა გეჩვენოთ, პორტუგალიელი ვარსკვლავი პარიზში „პეჟო პარტნერით“ გადაადგილდება. მეტიც, მანქანა, რომელსაც გულშემატკივრებმა პსჟ-ს საწვრთნელ ცენტრთან ფოტო გადაუღეს ახალიც კი არ იყო.

„სანი“ გაკვირვებულია. გაზეთს აინტერესებს, ადამიანი რომელიც კვირაში დაახლოებით 175 ათას ევროს იღებს, რატომ დადის ქალაქში იაფფასიანი ავტომობილით. ინგლისელი ჟურნალისტები შეგვახსენებენ, რომ ფეხბურთელებს ძვირფასი მანქანებით  უყვართ თავის მოწონება.

ჟოაო ნევეში 21 წლისაა. ის „პარი სენ ჟერმენში“ „ბენფიკადან“ ორი წლის წინ 55 მილიონ ევროდ გადავიდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.