ჭდე: ჟოაო ნევეში

Home ჟოაო ნევეში
ჟოაო ნევეში და საპრეზიდენტო არჩევნები
ჩანაწერი

ჟოაო ნევეში და საპრეზიდენტო არჩევნები

„პარი სენ ჟერმენის’’ ნახევარმცველი ჟოაო ნევეში მართალია მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე გამოჩენილი ფიგურაა. მოედანზე რომ სამაგალითოა ამაზე აღარაფერს ვამბობთ, ის პორტუგალიელი ახალგაზრდებისთვისაც გამორჩეული ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კამპანიაში, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრებ პორტუგალიელებს 2016 წლის 18 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, ნევეშს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება სთხოვა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც [...]

პარიზული სპექტაკლი მთავარ როლში ნევეშით
ჩანაწერი

პარიზული სპექტაკლი მთავარ როლში ნევეშით

ლიგა 1-ის მესამე ტურში, ტულუზში, „პარი სენ ჟერმენმა’’ სპექტაკლი დადგა — 6:3 მოიგო. სანახაობა უპირველეს ყოვლისა ჟოაო ნევეშმა მოაწყო. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. პორტუგალიელმა პირველი ორი გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა, მესამე კი ასევე ძალიან ლამაზად, საჯარომო მოედნის გარედან. ნევეშის გარდა თავი გამოიჩინა ოსმან დემბელემ, რომელმაც ორი პენალტი შეაგდო. ერთი გოლიც ბრედლი ბარკოლასი გახლდათ. ამ შეხვედრაში ორჯერ [...]

ჟოაო ნევეში და თმის ქაჩვა 2
ჩანაწერი

ჟოაო ნევეში და თმის ქაჩვა 2

„პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევეში კვლავ უჩვეულო სცენის მთავარ გმირად იქცა. მოგეხსენებათ, მან „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ უეფას სუპერთასის შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, დისკვალიფიკაცია კი იმიტომ მიიღო, რომ 13 ივლისს, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „ჩელსის’’ ესპანელ მცველს მარკ კუკურეიას თმაზე მოქაჩა. და აი, „სფურზთან’’ პენალტებით (ძირითადი დრო 2:2) გამარჯვების შემდეგ ნევეში თავად გახდა თმაზე [...]

ნევეშს ორი უახლოესი თამაში მიუსაჯეს
ჩანაწერი

ნევეშს ორი უახლოესი თამაში მიუსაჯეს

საბოლოოდ გადაწყდა, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ ჟოაო ნევეშის გამოხდომის გამო დაისჯება. საქმე ეხება კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარკ კუკურეიას თმის დაქაჩვას და მართალია ხსენებული შეჯიბრების რეგულაციებში წერია, რომ გაძევების გამო ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია სხვა შეჯიბრებაში არ უნდა მოიხადოს, პორტუგალიელს სწორედ ასე მოუწევს: მას ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და ამ ორი თამაშიდან პირველი უეფას სუპერთასის მატჩია „ტოტენჰემ ჰოთსპურის’’ [...]

როგორ ერთობიან და ისვენებენ პარიზელები?
ჩანაწერი

როგორ ერთობიან და ისვენებენ პარიზელები?

როგორ ისვენებენ „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავები? ხვიჩა კვარაცხელია კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მას მერე თვალშისაცემს არაფერს აკეთებს, მისი ზოგი თანაგუნდელი კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ასე მაგალითად ლუკას ბერალდომ ბრაზილიელ შეყვარებულზე რაფაელა ალბინოზე იქორწინა და ცერემონიალზე თანამემამულე მარკინიოსი დაპატიჟა. მარკინიოსი ქორწილში მეუღლე კაროლთან და სამ შვილთან ერთად მივიდა. ქორწილი იყო სევილიაშიც, [...]