როგორ ერთობიან და ისვენებენ პარიზელები?

Home სიახლეები როგორ ერთობიან და ისვენებენ პარიზელები?
როგორ ერთობიან და ისვენებენ პარიზელები?

Fabián Ruiz se casa con Rosa Pereira en Sevilla rodeado de futbolistas: de  Achraf Hakimi a Carlos Solerროგორ ისვენებენ „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავები? ხვიჩა კვარაცხელია კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მას მერე თვალშისაცემს არაფერს აკეთებს, მისი ზოგი თანაგუნდელი კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ასე მაგალითად ლუკას ბერალდომ ბრაზილიელ შეყვარებულზე რაფაელა ალბინოზე იქორწინა და ცერემონიალზე თანამემამულე მარკინიოსი დაპატიჟა. მარკინიოსი ქორწილში მეუღლე კაროლთან და სამ შვილთან ერთად მივიდა.

ქორწილი იყო სევილიაშიც, სადაც ფაბიან რუისმა მისმა საცოლემ როსა პერეირამ ჯვარი დაიწერეს. „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელთა ნაწილი ამ ქორწილსაც დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ „ვალენსიაში’’ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი კარლოს სოლერი,  ოსმან დემბელე, აშრაფ ჰაკიმი და გუნდის მესამე მეკარე ესპანელი არნაუ ტენასი.

მოილხინა ლუკას ერნანდესმაც, მაგრამ ესპანეთში კი არა, იტალიაში, ნეაპოლიდან 60 კილომეტრში, ამალფის ცნობილ სანაპიროზე სადაც მისმა მეგობარმა, თანაგუნდელმა ნაკრებსა და „ბაიერნში’’ ბენჟამენ პავარმა იქორწინა.

„პარიზიენის’’ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ ატარებს შვებულებას გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე. ის, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები გამორჩეულს არაფეს აკეთებს. ისინი ოჯახებთან ერთად ისვენებენ, ზოგი სადღაც ევროპაში, ზოგიც ჩრდილო აფრიკის მზეს ეფიცხება.

სოციალური ქსელები მოიარა აშრაფ ჰაკიმის ვიდეომ, სადაც ის მეგობართან კილიან მბაპესთან ერთად პურტო რიკოში ბედ ბანის კონცერტს ესწრება.

ზემოხსენებული მარკინიოსი მშობლიური ბრაზილიის შემდე საბერძნეთს გაემგზავრა, ეგეოსის ზღვის პირას დასასვენებლად.

ჟოაო ნევეში თავის შეყვარებულთან, მსახიობ მადალენა არაგაოსთან ერთად პოლინეზიის კურორტ ბორა ბორაზე ისვენებს.