კილიან მბაპემ მონაწილეობა მიიღო პოდკასტში სახელწოდებით „ხიდი’’, რომლის პროდიუსერი გახლავთ აურელიენ ჩუამენი. ეს გადაცემა იუთუბზე ოთხშაბათს გავიდა. საუბარში „რეალის’’ ფრანგი ვარსკვლავის გარდა მონაწილეობა მიიღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ და შოუმენმა მალიკ ბენტალამ. მბაპე პსჟ-ში „მონაკოდან’’ 2017 წელს გადავიდა და ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. პსჟ-მ ეს დიდი პრიზი მისი წასვლის შემდეგ...
ჭდე: აშრაფ ჰაკიმი
ჰაკიმი მართლა რეალზე ოცნებობს?
footmercato-მ გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ მაროკოელ ვარსკვლავ აშრაფ ჰაკიმიზე. მისი დაწერისკენ ფრანგულ გამოცემას ესპანელი ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონის მიერ გავრცელებულმა ცნობამ უბიძგა. ალვარესი ამტკიცებს, რომ მაროკოელს „რეალში’’ დაბრუნება უნდა. ესპანელი ჟურნალისტის მტკიცებით მართალია ჰაკიმის პსჟ-სთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს და გუნდში მნიშვნელოვანი როლიც აკისრია, მაგრამ მადრიდული და პარიზული კლუბების კარგი ურთიერთობა იმედს აძლევს, რომ...
აშრაფ ჰაკიმის ეს გრძნობა აკლდა
ორშაბათს მაროკოში ორი მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მომხდარიყო: „ატლასის ლომები’’ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ და აშრაფ ჰაკიმი ტრავმის შემდეგ მოედანზე უნდა დაბრუნებულიყო. მაროკოს ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის’’ მარჯვენა მცველი კოჭის ტრავმას ხუთ კვირაზე მეტხანს მკურნალობდა. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარი აფრიკის ერთა თასზე გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო. განსაკუთრებული აღშფოთება მალისთან ნათამაშევმა 1:1-მა გამოიწვია. აქედან და სატურნირო მდგომარეობიდან...
ჰაკიმი გულშემატკივარს შემოსწყრა
აფრიკის თასზე ზამბია და ჩემპიონატის მასპინძელი მაროკო დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე ხვდებიან ერთმანეთს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელშიც ჯგუფიდან გამსვლელ-დამრჩენის ვინაობა უნდა გაირკვეს. წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მაროკოელთა მწვრთნელი ვალიდ რეგრაგუი და 2025 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი შეხვდნენ, ჰაკიმი ტრავმის შემდეგ ალბათ პირველად გავა მოედანზე. მას გულშემატკივრის მხარდაჭერაზე ჰკითხეს. „პარი სენ ჟერმენის’’...
ორმაგი სტანდარტი აფრიკის თასზე
მეგობრობა ბევრს ნიშნავს. აშრაფ ჰაკიმის მიერ მაროკოსა და მალის შორის აფრიკის ერთა თასის B ჯგუფის შეხვედრაზე დასასწრებად დაპატიჟებული კილიან მბაპე პარასკევ საღამოს რაბატში „პრინც მულაი აბდალას’’ სტადიონზე ყოფილი თანაგუნდელის მაისურით მივიდა. როგორც „პარიზიენი’’ წერს, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მაროკოში მშობლებთან და უმცროს ძმასთან ეტანთან ერთად ჩავიდა. ელოდნენ, რომ 4 ნოემბერს „ბაიერნისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთალიგურ...
რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა
მაროკოს ნაკრებმა აფრიკის თასის პირველ შეხვედრაში კომოროს ეროვნულ გუნდთან 2:0 გაიმარჯვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებულთა მწვრთნელს ვალიდ რეგრაგის დაუსვეს გუნდის კაპიტნისა და მთავარი ვარსკვლავის აშრაფ ჰაკიმის ჯანმრთელობას ეხებოდა. ინტერესის ასეთი გაღვივება გარკვეულწილად თავად რეგრაგის ბრალი იყო, რომელმაც შეხვედრის წინა დღეს თქვა: „მან ხვალ შეიძლება ითამაშოს… ან შეიძლება ვერც ითამაშოს’’. რა მოხდა რეალურად?...
კროოსი სხვა აზრისაა
ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ბაიერნის’’ შეხვედრაში (1:2) აშრაფ ჰაკიმის უხეშად წაქცევისთვის მსაჯმა მოედნიდან მიუნხენელთა ორივე გოლის ავტორი ლუის დიასი გააძევა. არბიტრის გადაწყვეტილებას მაყურებელთა უმეტესობა დაეთანხმა, თუმცა ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროსი სხვა აზრის არის. „ჩემთვის ყველაფერი მარტივადაა. მსაჯს წითელი ბარათი არ უნდა ამოეღო. მის გადაწყვეტილებაზე ჰაკიმის ტრავმამ იმოქმედა. ჰაკიმი რომ წამომდგარიყო,...
ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდება გაუხსენეს
არგუმენტებიც ნაცნობია და რიტორიკაც იგივეა, ამ ტიპის საქმეებში ბრალდებულები რომ იყენებენ: გადაცემაში სახელწოდებით Clique აჩვენეს აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუს ფრაგმენტები, სადაც „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავი მისთვის წაყენებულ ბრალდებაზე ვრცელ პასუხებს სცემს. აგვისტოს დასაწყისში ნანტერის პროკურატურამ ო-დე-სენის სასამართლოს სისხლის სამართლის დეპარტამენტს მიმართა თხოვნით განეხილა საქმე გაუპატიურების შესახებ. სავარაუდო დანაშაული 2023 წლის თებერვალში მოხდა. 2023 წლის მარტში 24 წლის...
სად არის სხვაგან ახალი ჰაკიმი?
ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიჩენს თავს ამ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია, ეს კი დიდად არის დამოკიდებული „პარი სენ ჟერმენის’’ გუნდურ თამაშზე. სწორედ ამიტომ იწვევს დიდ ინტერესს პარიზული კლუბის ყველა სიახლე და მისი ამა თუ იმ ფეხბურთელის შესახებ გამოქვეყნებული წერილი. Maxifoot-ში გამოქვეყნდა ბლოგი, რომლის ავტორი რომენ რიგო შეგვახსენებს, რომ გასულ სეზონში ლუის ენრიკემ რიგ მატჩებში...
ოქროს ბურთი გუნდში ურთიერთობებს ძაბავს
რამდენიმე დღის წინ „პარი სენ ჟერმენი’’ ბედნიერი იყო, რომ „ფრანს ფურბოლის’’ ჟიურიმ მისი ცხრა ფეხბურთელი „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა ოცდაათეულში შეიყვანა. როგორც გაირკვა ასეთ წარმატებას უარყოფითი მხარეც ჰქონია: 9 აგვისტოს „კანალ პლუსისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ თქვა: „არასდროს მიოცნებია „ოქროს ბურთის’’ მოგებაზე, მაგრამ ვფიქრობ გასული სეზონი ჩემთვის ისტორიული იყო და მე საუკეთესო...









