რამდენიმე დღის წინ „პარი სენ ჟერმენი’’ ბედნიერი იყო, რომ „ფრანს ფურბოლის’’ ჟიურიმ მისი ცხრა ფეხბურთელი „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა ოცდაათეულში შეიყვანა. როგორც გაირკვა ასეთ წარმატებას უარყოფითი მხარეც ჰქონია: 9 აგვისტოს „კანალ პლუსისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ თქვა: „არასდროს მიოცნებია „ოქროს ბურთის’’ მოგებაზე, მაგრამ ვფიქრობ გასული სეზონი ჩემთვის ისტორიული იყო და მე საუკეთესო...
ჭდე: აშრაფ ჰაკიმი
რა მოხდება აშრაფ ჰაკიმის საქმეში?
„პარიზიენი’’ წერს, რომ საქმე სახუმაროდ არ არის: დიდი შანსია აშრაფ ჰაკიმი 2023 წლის 25 თებერვალს ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამო მართლა გაასამართლონ. მას 2023 წლის მარტში ქალმა უჩივლა. ის „პარი სენ ჟერმენის’’ ლიდერს ბრალად გაუპატიურებას სდებს. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პარიზის გარეუბან ნანტერის პროკურატურამ მაროკოს ნაკრების ფეხბურთელის საქმის სასამართლოში გადაცემა მოითხოვა. „პარიზიენი’’ წერს, რომ რეალურად გამოძიება...
როგორ ერთობიან და ისვენებენ პარიზელები?
როგორ ისვენებენ „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავები? ხვიჩა კვარაცხელია კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მას მერე თვალშისაცემს არაფერს აკეთებს, მისი ზოგი თანაგუნდელი კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ასე მაგალითად ლუკას ბერალდომ ბრაზილიელ შეყვარებულზე რაფაელა ალბინოზე იქორწინა და ცერემონიალზე თანამემამულე მარკინიოსი დაპატიჟა. მარკინიოსი ქორწილში მეუღლე კაროლთან და სამ შვილთან ერთად მივიდა. ქორწილი იყო სევილიაშიც,...
სეზონის საუკეთესონი პარიზულ გუნდში
ისევე როგორც ყოველ ზაფხულს ზარი დაირეკა და არდადეგებზე წასვლის წინ მოსწავლეებს ნიშნები დაუწერეს, ოღონდ ამჯერად ეს შედარებით გვიან მოხდაო, წერს „პარიზიენი’’ და შეგვახსენებს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე „ჩელსისთან’’ თამაში, რომელიც პსჟ-მ 0:3 წააგო, გუნდისთვის 2024-25 წლების სეზონში 65-ე იყო. „პარი სენ ჟერმენმა’’ ოთხი ტიტული მოიგო. მათ შორის იყო ჩემპიონთა ლიგა, რომელზეც კლუბი და მისი ქომაგები...
აშრაფ ჰაკიმის საჩუქარი მატჩის შემდეგ
ესპანური „მარკა’’ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალს’’ ოთხი გოლი გაუტანა, მაგრამ პარიზელთა მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ არანაკლებ ლამაზი გოლი მატჩის შემდეგ შეაგდო, როდესაც DAZN-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუსთვის მივიდა. საქმე ის არის, რომ ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი გახლდათ „რეალის’’ ყოფილი ვარსკვლავი და ყმაწვილთა გუნდის მწვრთნელი გუტი, რომელსაც ჰაკიმიმ თავის მაისურა აჩუქა. მაროკოელის ეს ნაბიჯი...
ზიდანი არაფერ შუაშია
„პარი სენ ჟერმენის“ მცველმა, მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ ფრანგული „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2020-21 წლების სეზონის დასაწყისში ის „რეალიდან“ ზინედინ ზიდანს არ გაუშვია. ჰაკიმი დღეს 22 წლისაა. 2018 წელს ის მადრიდელებმა იჯარით „დორტმუნდში“ გაუშვეს, სადაც 2020 წლის ზაფხულამდე დაჰყო, შემდეგ კი დაპირების თანახმად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ… მოულოდნელად „რეალმა“ „ინტერს“ მიჰყიდა. მაროკოელის გაშვება ზიდანს...
ლეოს კეთილი დებიუტი
ლეო მესიმ „რეიმსის“ პატარა გულშემატკივარი გაახარა. არა მარტო იმით, რომ მამამისს გოლი ვერ გაუტანა, არამედ იმითაც რომ მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ფრანგულ ფეხბურთში მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი ჯაბა კანკავას ყოფილ გუნდთან შედგა. მესი მოედანზე ნეიმარის ნაცვლად 66-ე წუთზე შევიდა. ასე დაიწყო უდიდესი ფეხბურთელის ახალი ცხოვრება „ბარსელონას“ მიღმა. „პარი სენ ჟერმენმა“ „რეიმსს“ სტუმრად 2:0 მოუგო....
სიხარული და სტვენა პარკ დე პრენსზე
შაბათს, „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა თავიანთ ახალ „გალაქტიკოებს“ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. განსაკუთრებული ოვაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო მესის ერგო. ეს მოხდა ახალი სეზონის პირველი თამაშის წინ, რომელიც პარიზელებმა „სტრასბურს“ 4:2 მოუგეს. ფანებს ზაფხულის ხუთი ახალწვეული წარუდგინეს. ისინი იყვნენ ხსენებული მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟინიო ვინალდუმი და ჯანლუიჯი დონარუმა. სხვა საქმეა, რომ ჩამოთვლილთაგან შეხვედრაში მხოლოდ...
დადასტურდა! მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
მესი „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშებს! ფეხბურთელმა და მისმა მრჩეველებმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტში ლაპარაკია ორ უეჭველ და კიდევ ერთ წელიწადზე, რომლის ამბავიც დროთა განმავლობაში გაირკვევა. არგენტინის ნაკრების კაპიტანი დღეს პარიზში სამედიცინო შემოწმებას გადის, ხვალ კი მისი ოფიციალური წარდგინება შედგება. „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასირ ალ ხელაიფიმ მესის გადასაბირებლად საოცრად ოპერატიულად იმოქმედა და „ბარსელონას“ ახლა...
აი, ვის ყიდულობს პარი სენ ჟერმენი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ სიტის” ვერ აჯობა და დამარცხდა. არადა, პარიზულ გუნდს, მანჩესტერულისა არ იყოს, რამდენი ხანია უდიადესთა მარაქაში უნდა გარევა — ლიგის მოგება სურს. და აი, როდესაც ევროპული ფეხბურთის ყველა გრანდს კორონაპანდემიამ ჯიბეები შეუთხელა, პსჟ ფულს დასტა-დასტა აფრიალებს და ახალ ფეხბურთელებს ყიდულობს. პარიზელთა პირველი შენაძენი იქნება 22 წლის მაროკოელი განაპირა მცველი...









