დეზირე დუე ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაში „სლავიასთან“ არ ათამაშა, შემდეგ შეხვედრაში „ბრესტთან“ კი მხოლოდ 24 წუთით შეიყვანა მოედანზე. ფრანგულ მედიაში წერენ, რომ 21 წლის შემტევს ბოლო კვირებში რთული პერიოდი უდგას – „პარი სენ ჟერმენის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. იმასაც ამბობენ, რომ მწვრთნელი მას ზედმეტი ინდივიდუალიზმის გამო აკრიტიკებს ხოლმე.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პარი სენ ჟერმენი“ „რენის“ ყოფილ მოთამაშეს კონტრაქტის განახლებას სთავაზობს. შეიძლება კონტრაქტის ხელმოწერის შემთხვევაში ის დაუბრუნდეს კიდეც ძირიტად შემადგენლობას. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2029 წლამდეა ძალაში. „ეკიპის“ ცნობით, დუეს თანამშრომლობის კიდევ სამი წლით გაგრძელება სთხოვეს. ზუსტად იგივე სიტუაციაა ოსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც და ეს ორი ვარსკვლავი შეთანხმებასთან ახლოს არის.
პსჟ ადრე უფრო ფრთხილად იყო. ბოლო დროს ის თამამად სთავაზობს თავის მოთამაშეებს ახალი კონტრაქტების გაფორმებას. მაგალითად, მართალია ჟოაო ნევეშმა პსჟ-ში მხოლოდ ერთი წელიწადი გაატარა, მაგრამ უკვე მოაწერა ხელი ახალ ხელშეკრულებას 2031 წლამდე.
„ეკიპი“ წერს: „დუეს ახალ კონტრაქტში ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდაც არის გათვალისწინებული – ეს არის გუნდისთვის მისი მნიშვნელობის დაფასება“.
ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად დუე თვეში ნახევარ მილიონ ევროს იღებს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
