„პარი სენ ჟერმენის“ მცველმა, მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ ფრანგული „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2020-21 წლების სეზონის დასაწყისში ის „რეალიდან“ ზინედინ ზიდანს არ გაუშვია.
ჰაკიმი დღეს 22 წლისაა. 2018 წელს ის მადრიდელებმა იჯარით „დორტმუნდში“ გაუშვეს, სადაც 2020 წლის ზაფხულამდე დაჰყო, შემდეგ კი დაპირების თანახმად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ… მოულოდნელად „რეალმა“ „ინტერს“ მიჰყიდა.
მაროკოელის გაშვება ზიდანს დაბრალდა. ითქვა, რომ ფრანგს ჰაკიმი არ სჭირდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა ეს ისტორია სხვანაირად გაიხსენა.
„ჩემი სახლის წინ მეგობრებთან ერთად ვიჯექი. ტელეფონმა დამირეკა. დავხედე, ზიდანი იყო. მან მითხრა, რომ უნდა ვეთამაშებინე. ასეთ ზარს ნამდვილად არ ველოდი. ერთი სიტყვით, ის რაც 2020 წელს მოხდა, მასთან არავითარ კავშირში არ არის. მანდ სხვა რაღაც მოხდა, რაც მეტწილად covid 19-თან იყო დაკავშირებული და რის გამოც მადრიდმა ჩემი გაშვება გადაწყვიტა, — თქვა ჰაკიმიმ, შემდეგ კი დასძინა, — გუნდიდან რომ მიშვებდნენ ზიდანს კიდევ ერთხელ ველაპარაკე, მაგრამ ეს უკვე ჩვენს შორის დარჩება. ერთი ფაქტია, ის „რეალიდან“ ჩემს წასვლაზე სხვანაირად ფიქრობდა“.
ამრიგად, 2020-21 წლების სეზონში ჰაკიმიმ „ინტერში“ ითამაშა და თავიც გამოიჩინა — 37 შეხვედრაში 7 გოლიც კი გაიტანა.
გასულ ზაფხულს კი „ინტერს“ ეკონომიკურმა სირთულეებმა უწია და 60 მილიონ ევროდ „პარი სენ ჟერმენში“ გაყიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
