ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ნახევარმცველ ჟორდან ვერეტოს ყატარში გაყიდვიდან რამდენიმე საათში ჰოლანდიელი მცველ, 24 წლის რუბენ კლუივერტთან გააფორმა კონტრაქტი. ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის ვაჟმა (და „ვალენსიაში’’ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელის ჯასტინ კლუივერტის უმცროსმა ძმამ) რონისპირელებთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ლიონმა’’ თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა, რომ პორტუგალიურ „კასა პიას’’ კლუივერტის სანაცვლოდ 3.78 მილიონი ევრო გადაუხადა. შედეგებიდან გამომდინარე ამ თანხას შეიძლება დაემატოს 0.65 მილიონი ევრო და ნებისმიერი პოტენციური სარფის 15%.
რუბენ კლუივერტი „აიაქსის’’ სკოლის აღზრდილია. მან თავისი კარიერა ნიდერლანდებში დაიწყო, 2024 წლის ზაფხულში კი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ზემოხსენებულ გუნდში გადავიდა, რომელიც ბოლო ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე გავიდა.
კლუივერტი ფიზიკურად მძლავრია, სიმაღლეში 187 სანტიმეტრია, იმავდროულად გამოირჩევა სისწაფითა და ორთაბრძოლების უნარით.
ჰოლანდიელი მცველი მიმდინარე ზაფხულს „ლიონის’’ მეორე შენაძენია პორტუგალიელი მარცხენა ვინგერის აფონსო მორეირას შემდეგ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
