ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ ფაბიან რუისს ერთხანს ბაზარში წასვლა არ მოუწევს. აშშ-დან შინ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაბრუნებულ ესპანელ ნახევარმცველს თანაქალაქელებმა უცნაური საჩუქარი, მისი წონა პომიდორი მიართვეს. ფაბიან რუისის ქალაქი გახლავთ ლოს პალასიოს ი ვიაფრანკა, რომელიც სევილიის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქში სულ 40 ათასი მოსახლეა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს კარგი მოთამაშეებით ამარაგებს. ლოს პალასიოს ი ვიაფრანკადან არის მაგალითად ვეტერანი...
ჭდე: ფაბიან რუისი
პომიდორი წონის შესაბამისად
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ფაბიან რუისმა და გავიმ მსოფლიო ჩემპიონობის აღსანისნავად პომიდორი მიიღეს. ისინი ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და საზეიმო მიღება მშობლიურ ქალაქ ლოს პალასიოს ი ვილაფრანკაში გაუმართეს. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად კი სპორტსმენებს დასაფაებლად მათი წონის ტოლი პომიდვრის პორცია გადასცეს. გავის 68.5 კგ. პომიდორი ერგო, ფაბიან რუისს – 84.5 კგ. აღსანიშნავია, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ხესუს ნავასმა 64.7 კგ პომიდორი მიიღო, რუისმა –...
ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
დღეს ტექსასში, არლინგტონის AT&T სთედიუმზე გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ექვსი თანაგუნდელი მიიღებს მონაწილეობას. ესპანეთის ნაკრებს წარმოადგენს ფაბიან რუისი, რომელმაც ფრანგებთან შეხვედრის წინ პსჟ-ში თავის თანაგუნდელებზე ილაპარაკა. „ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან. მე მათ ველაპარაკე, მაგრამ მატჩის შესახებ ჯერ არაფერი გვითქვამს. რასაკვირველია, ჩატში ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს და თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ეჭვი არ...
როგორ ერთობიან და ისვენებენ პარიზელები?
როგორ ისვენებენ „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავები? ხვიჩა კვარაცხელია კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მას მერე თვალშისაცემს არაფერს აკეთებს, მისი ზოგი თანაგუნდელი კი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ასე მაგალითად ლუკას ბერალდომ ბრაზილიელ შეყვარებულზე რაფაელა ალბინოზე იქორწინა და ცერემონიალზე თანამემამულე მარკინიოსი დაპატიჟა. მარკინიოსი ქორწილში მეუღლე კაროლთან და სამ შვილთან ერთად მივიდა. ქორწილი იყო სევილიაშიც,...
ვის ბარკოლას ყიდვა უნდა და ვის ფაბიან რუისის
ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდებულია, მაგრამ როდესაც გუნდი მთელი მსოფლიოს თვალწინ გაიბრწყინებს, მისი ფეხბურთელები სხვა მდიდარი კლუბების სამიზნეები ხდებიან. ასეა „პარი სენ ჟერმენიც’’. ფრანგულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ „ბაიერნს’’ ძალიან მოსწონს მისი 22 წლის თავდამსხმელი ბრედლი ბარკოლა, რომელიც ლეროი სანეს შემცვლელად სჭირდება. სანე შესაძლოა გერმანული კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. „სქაი ჯერმანის’’ ჟურნალისტები ავრცელებენ ცნობას, რომ...
რუისი პარიზშია
დღეს ფაბიან რუისი პარიზს გაეშურა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „პარი სენ ჟერმენთან” 2027 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. 26 წლის ესპანელი წელიწადში ხელზე 5 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლის” მის სანაცვლოდ 23 მილიონი ჩაერიცხება, ოღონდ ბონუსებიანად, ანუ ბოლოს, ჯამში. ანდალუსიელმა ნეაპოლში ოთხი წელიწადი გაატარა, სადაც ტექნიკურად და ტაქტიკურად გაიზარდა. რუისის „პარკ დე პრენსზე” ჩასვლა პარიზელებს 28 წლის...
ვინ დაიცავს ხვიჩას კარს?
ხვიჩა კვარაცხელიას კლუბმა „ნაპოლიმ” მეორე მეკარე შეიძინა. ის გახლავთ 35 წლის იტალიელი სალვატორე სირიგუ, რომელსაც უთამაშია „პალერმოში”, „კრემონეზეში”, „ანკონაში”, „პარი სენ ჟერმენში”, „სევილიაში”, „ოსასუნაში”, „ტორინოსა” და „ჯენოაში”. ვეტერანი კამპანიის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმებისთვის დღეს ჩავა. სირიგუს გასამრჯელო იქნება წელიწადში დაახლოებით 700 ათასი ევრო. დაახლოებით იმიტომ, რომ გარდა ფიქსირებული ხელფასისა აქ ბონუსებიც იგულისხმება. რაც შეეხება მთავარი მეკარის...
ნაპოლის ანგისა უნდა
მაშინ, როდესაც ფაბიან რუისი „ნაპოლიმ” სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად გაიყვანა და როგორც ამბობენ მისი შეძენით „პარი სენ ჟერმენი” დააინტერესა, საფრანგეთის მეორე კლუბმა „მონაკომ” 26 წლის კამერუნელ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაადგა თვალი, თუმცა ნეაპოლელთაგან უარი მიიღო. „ნაპოლისა” და რუისის ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის ივნისამდე. როგორც ამბობენ, მისი გაგრძელების შანსი არ არსებობს. ანგისა კი ნეაპოლელებს გასაყიდად არ ემეტებათ....







