ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა

ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა

ფაბიან რუისი ესპანეთის ნაკრების ბანაკიდან გაათავისუფლეს. ნაცვლად იმისა, რომ შაბათს ჩეხებთან ეთამაშა „პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი პარიზს გაემგზავრა, რადგან… პირველი შვილი შეეძინა.

ესპანელებმა ჩეხებს 3:1 მოუგეს. ანგარიში მე-6 წუთზე ლამინ იამალმა გახსნა, 35-ე წუთზე მეორე გოლი როდრიმ შეაგდო, 69-ზე ჟირი სლამამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 89-ე წუთზე მიკელ მორენომ „ლა როხას” მესამე გოლი შეაგდო.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში არაფერი წერია იმის შესახებ, თუ როდის დაბრუნდება რუისი ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს სამშაბათს სპლიტში ხორვატიასთან აქვს თამაში, რითაც სანაკრებო ორკვირეულს ამთავრებს. ესპანელებმა პირველ შეხვედრაში ინგლისელებს მოუგეს 3:2, მეორეში კი ხორვატებს 4:1.

ხორვატებმა შაბათს შინ ინგლისთან წააგეს 0:7.

ერთა ლიგის A ლიგის მესამე ჯგუფს 9 ქულით ეპანელები ლიდერობენ. მეორეზე 6 ქულით მოდიან ინგლისელები. შემდეგ არის 3 ქულიანი ხორვატია და ბოლო პოზიციაზეა ჩეხეთი, რომელსაც ქულა არ აქვს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.